USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
ეს დღე ისტორიაში
Date:  367

20 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 171-ე დღე (ნაკიან წლებში – 172-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 194 დღე.

დღის მოვლენები

  • 1214 : ოქსფორდის უნივერსიტეტს სამეფო ქარტია მიენიჭა.
  • 1578:  ინგლისელმა მკვლევარმა ნარტინ ფრობიშერმა გრენლანდია ბრიტანეთის კუთვნილებად გამოაცხადა და დასავლეთ ინგლისი უწოდა.
  • 1631 : მონმუთის აჯანყება — მონმუთის გრაფი თავს ინგლისის მეფედ აცხადებს ბრიჯუოტერში.
  • 1782 : აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა აშშ-ის დიდი ბეჭედი.
  • 1792 :  პარიზში დაწყებული ამბოხებით დაიწყო საფრანგეთის რევოლუცია.
  • 1793 :  ამერიკელმა ელი უიტნიმ დააპატენტა ბამბის საწმენდი მანქანა.
  • 1837 : ვიქტორია გაერთიანებული სამეფოს დედოფალი გახდა.
  • 1840 :  სამუელ მორზემ ტელეგრაფი დააპატენტა.
  • 1857 : გამოიცა დღეისათვის უნიკალური და ყველაზე ძვირად ღირებული საფოსტო მარკა „ტიფლისის უნიკა“.
  • 1863 : დასავლეთი ვირჯინია აშშ-ის 35-ე შტატი გახდა.
  • 1867 :  პრეზიდენტმა ენდრიუ ჯონსონმა განაცხადა რუსეთისგან ალიასკის შეძენის შესახებ.
  • 1860 : გამოცხადდა მალისა და სენეგალის დამოუკიდებლობა.
  • 1877 : ალექსანდრე ბელმა მსოფლიოს პირველი კომერციული სატელეფონო სერვისი დაამონტაჟა ჰამილტონში, ონტარიო, კანადა.
  • 1928 :  დაარსდა ესპანური საფეხბურთო კლუბი ვალიადოლიდი
  • 1934 :  გასაყიდად გაიტანეს ვატერლოოს ხიდი.
  • 1943 :  ჩრდილოეთ კანადაში აღმოაჩინეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კვებეკის კრატერი.
  • 1949 :  რომის პაპმა ანათემას გადასცა ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური ლიდერები.
  • 1963 : ე. წ. „წითელი ტელეფონი“ ამოქმედდა საბჭოთა კავშირსა და აშშ–ს შორის კუბის ქობინთა კრიზისის გამო.
  • 1966 : კანადამ საბჭოთა კავშირს 9,14 ტერაგრამი ხორბალი მიჰყიდა.
  • 1973 : ეზეიზას ხოცვა ბუენოს–აირესში, არგენტინა. სნაიპრებმა ცეცხლი გაუხსნეს მემარცხენე პერონისტებს. 13 ადამიანი მოკვდა და 300–მდე დაიჭრა.
  • 1978 : 6,5 ბალის მიწისძვრა მოხდა სალონიკში, საბერძნეთი.
  • 1990 : ასტეროიდი „ევრიკა“ აღმოაჩინეს.
  • 1991 : გერმანიის პარლამენტმა გადაწყვიტა დედაქალაქი ბონიდან ბერლინში დაებრუნებინა.
  • 1993 : შესრულდა პირველი საცდელი რეისი ევროტუნელის გავლით. რომელიც ერთმანეთს აკავშირებს ბრიტანეთს და საფრანგეთს.
  • 2001 : პერვეზ მუშარაფი პაკისტანის პრეზიდენტი გახდა.
  • 2003 : ფონდი ვიკიმედია შეიქმნა.
  • 2007 : ჩინეთი სასათბურე აირების გამოყოფის რაოდენობით მსოფლიოში უდიდესი ქვეყანა გახდა.
  • 2009 :
    • ინგუშეთის პრეზიდენტი იუნუს-ბექ ევკუროვი მძიმედ დაიჭრა მისი მოკვლის მიზნით განხორციელებულ თავდასხმაში.
    • გრენლანდია თვითმმართველობაზე გადავიდა, საკუთარი სასამართლო სისტემის, პოლიციისა და ბუნებრივი რესურსების მართვის ჩათვლით, 2008 წლის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე.
    • აკროპოლისის მუზეუმი გაიხსნა ათენში, საბერძნეთი, ელგინის მარმარილოსა და პართენონის სხვა ხელოვნების ნიმუშების გარშემო გამწვავებული დავის ფონზე.
  • 2012 : პარტია ახალი დემოკრატიის ლიდერი ანტონის სამარასი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.
  • 2019 : რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე გამოსული მომიტინგეები პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა; დაშავდა ათეულობით ადამიანი.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1819 : ოფენბახი, ჟაკ — ფრანგი კომპოზიტორი (გ.1880)
  • 1914 : ბრანდი, ალბრეხტ — გერმანელი სამხედრო მოღვაწე
  • 1928 : გონაშვილი, ჰამლეტ — ქართველი მომღერალი, სახალხო მოლექსე, მასწავლებელი
  • 1967 : კიდმანი, ნიკოლ — ავსტრალიელი მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1866 : რიმანი, ბერნჰარდ — გერმანელი მათემატიკოსი (დ.1826)
  • 1911 : სარაჯიშვილი, დავით — ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი
  • 2011 : რაიან დანი — ამერიკელი მსახიობი.

მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაერო: დევნილთა საერთაშორისო დღე.

მსოფლიო: ზოოპარკებში სპილოების დაცვის საერთაშორისო დღე.

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

აზერბაიჯანი: გაზის მეურნეობის მშრომელთა დღე.

არგენტინა: ეროვნული დროშის დღე.

სენეგალი: დამოუკიდებლობის დღე.

უზბეკეთი: სუვერენიტეტის დღე.

საეკლესიო დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • თეოდოტე ანკვირელი
    • მარცელინე – რომის პაპი და მოწამენი კლავდიუსი, კირინი და ანტონინე
    • მარკელი – რომის პაპი და მასთან ერთად მოწამენი: სისინი, კვირიკე დიაკონი, სამარაგდი, ლარგოსი, აპრონიანე, სატურნინი, პაპაუსი, მავრი, კრისკენტიანე და დედანი: პრისკილა, ლუკინა და არტემია
    • ესია და სოსანა
    • ვალერია, კვირიაკია და მარიამი
  • აგრეთვე:
    • არგენტინა : დროშის დღე (1938)
analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way