USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ეს დღე ისტორიაში - გრძელი დანების ღამე მიუნხენში
Date:  3952

გრძელი დანების ღამე ( nacht der langen messer ), ასევე ცნობილია, როგორც ოპერაცია კოლიბრი(გერმანიაში რემის პუტჩი, ან კიდევ, დამცინავად, „რაიხის მკვლელობების კვირა“ (Reichsmordwoche )) —მესამე რაიხში ჩატარებული პოლიტიკური წმენდა, რომლებმაც ადგილი იქონია 1934 წლის 30 ივნისიდან 2 ივლისამდე. მათი მიზანი იყო ჰიტლერის აბსოლუტური ძალაუფლების განმტკიცება. ამ მოვლენების მსხვერპლნი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დააპატიმრეს და დახვრიტეს. ყველაზე ცნობილი მსხვერპლი იყო sturmabteilung-ის ხელმძღვანელი ერნესტ რეიმი. რეპრესიებს ვერ გადაურჩნენ ვერც ნაცისტური პარტიის მემარცხენე ფრაქციის წევრები და ცნობილი ანტი-ნაცისტები, როგორებიც იყვნენ კურტ ფონ შლახერი და გუსტავ ფონ კარი.

 Sturmabteilung-ს შესაძლო დამოუკიდებლობას, ერნსტ რემს და ორგანიაციის წევრების მიდრეკილებას ქუჩური არეულობებისკენ ადოლფ ჰიტლერი განიხილავდა როგორც საფრთხეს მისი ხელისუფლებისათვის. ფიურერს ასევე სურდა რაიხსვერის ლიდერების თავის მხარეზე გადმოყვანა — მათ ერნსტ რემი და SA ეზიზღებოდათ. გარდა ამისა, ჰიტლერს არ მოსწონდა რემის გამოსვლა, სადაც იგი მხარს უჭერდა მეორე რევოლუციას კეთილდღეობის გადანაწილებისათვის (რემი თვლიდა, რომ 1933 წლის 30 იანვარს ჰიტლერის კანცლერად დანიშნვის შემდეგ ადგილი ჰქონდა მხოლოდ ნაციონალისტურ რევოლუციას, თუმცა, უყურადღებოდ დარჩა ნაციონალ-სოციალიზმის სოციალისტური ასპექტი). გარდა ამისა, წმენდების წყალობით ჰიტლერმა შეძლო ძველ მტრებთან ანგარიშის გასწორება, მისი ხელისუფლების კრიტიკოსების და ვიცე-კანცლერის, ფრანც ფონ პაპენის ერთგული ადამიანების ლიკვიდაცია.

რეპრესიებს ემსხვერპლა მინიმუმ 85 ადამიანი (თუმცა, შესაძლოა, გარდაცვლილთა საბოლოო რაოდენობა ასობით ადამიანს შეადგენდეს),დააპატიმრეს კი ათასზე მეტი.ძირითადად, დაპატიმრებებს და მკვლელობებს ანხორციელებდა შუცშტაფელ (SS) და გესტაპო (Geheime Staatspolizei — საიდუმლო პოლიცია). გრძელი დანების ღამემ გააძლიერა ჰიტლერის მიმართ რაიხსველის ერთგულება და „დააკანონა“ ნაცისტური ხელისუფლება — გერმანულმა სასამართლოებმა ერთგულების გამოხატვის მიზნით მოხსნეს აკრძალვა სასამართლოს მიერ არასანქცირებულ სიკვდილით დასჯაზე.

წმენდების დაწყებამდე მისი ორგანიზატორები იყენებდნენ კოდურ სიტყვა Hummingbird-ს (ქართ. კოლიბრი), რომელსაც დანიშნულ დღეს შუცშტაფელის და გესტაპოს რაზმები უნდა აემოქმედებინა.  თვითონ კოდური სიტყვა, როგორც ჩანს, შემთხვევით იქნა არჩეული. გერმანულ ენაში ფრაზა გრძელი დანების ღამე ხოცვა-ჟლეტვის მომასწავლელია და როგორც წესი, შურისძიების აქტს აღნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზაციის დამტკიცება ვერ მოხერხდა, გერმანიაში მოვლენები მაინც ცნობილია როგორც „რემის პუტჩი“. გერმანელი ავტორები ამ სახელს ხშირად ან ბრჭყალებში სხვამენ, ან კიდევ, ეგრედ წოდებულად მოიხსენიებენ.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way