USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ეს დღე ისტორიაში - 15 სექტემბერი
Date:  843

15 სექტემბერი — გრიგორიანული კალენდრის 258-ე დღე (ნაკიან წლებში – 259-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 107 დღე.


დღის მოვლენები

  • 1749 : მათემატიკური გამოთვლებით პლუტონი ნეპტუნის ორბიტას სცილდება და ყველაზე შორეული პლანეტა ხდება მზის სისტემაში 1979 წლამდე.
  • 1789 : აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დაარსდა (ყოფილი საგარეო სამქეთა დეპარტამენტი).
  • 1812 : საფრანგეთის არმია ნაპოლეონის მეთაურობით მოსკოვში კრემლს მიადგა.
  • 1821 : კოსტა-რიკა, ელ-სალვადორი, გვატემალა, ჰონდურასი და ნიკარაგუა ერთხმად ესპანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებენ.
  • 1894 : პირველი ჩინეთ-იაპონიის ომი - იაპონია ჩინეთს ამარცხებს პიონგიანგის ბრძოლაში.
  • 1916 : პირველი მსოფლიო ომი - ბრძოლაში პირველად გამოიყენეს ტანკები სომის ბრძოლაში.
  • 1928 : ალექსანდრე ფლემინგმა საკუთარ ლაბორატორიაში ბაქტერიის მკვლელი ობი აღმოაჩინა, რაც შემდგომში პენიცილინის სახელით გახდა ცნობილი.
  • 1935 : ნიურნბერგის კანონით გერმანელ ებრაელებს მოქალაქეობის უფლება წაერთვათ.
  • 1935 : ნაცისტური გერმანია ახალ დროშას იღებს სვასტიკით.
  • 1979 : გაიხსნა თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი.
  • 1952 : გაეროს გადაწყვეტილებით ერითრეა ეთიოპიის ნაწილი ხდება.
  • 1959 : ნიკიტა ხრუშოვი პირველი საბჭოთა ლიდერი ხდება, რომელმაც აშშ მოინახულა.
  • 1968 : საბჭოთა ზონდ 5-ის გაშვება განხორციელდა - პირველი ხომალდი, რომელმაც მთვარეს შემოუფრინა და დედამიწის ატმოსფეროში დაბრუნდა.
  • 1976 : სოიუზ 22 ორი კოსმონავტით დედამიწის ორბიტას შემოუფრინა რვა დღეში.
  • 1994 : მუსლიმი ფუნდამენტალისტები იპყრობენ და თავს სჭრიან 16 ადამიანს ალჟირში.
  • 2000 : სიდნეის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იწყება.
  • 2007 : ევროპული კოსმოსური სააგენტოს განცხადებით მდნარმა პოლარულმა ყინულმა არქტიკის ოკეანეში ჩრდილოდასავლეთის გასასვლელი გახსნა.
  • 2017 : NASA-მ სატურნის 20-წლიანი მისია დაასრულა — კოსმოსური ხომალდი კასინი სატურნის ატმოსფეროში გაანადგურა.
  • 2019 : ფიბა-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა არგენტინა ანგარიშით 95-75 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რიკი რუბიო დასახელდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 973 : ალ-ბირუნი — მათემატიკოსი
  • 1254 : მარკო პოლო — იტალიელი მოგზაური
  • 1675 : ვახტანგ VI — საქართველოს მეფე
  • 1890 : აგათა კრისტი — ინგლისელი დეტექტიური ჟანრის მწერალი
  • 1904 : უმბერტო II — იტალიის მეფე
  • 1909 : ირაკლი ბაგრატიონი — ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მუსიკალური მოღვაწე.
  • 1922 : გიორგი ფირცხალავა — ქართველი გრაფიკოსი, მოქანდაკე, კარიკატურისტი
  • 1929 : მურაი გელ-მანი — ამერიკელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1930 : მერაბ მამარდაშვილი — ქართველი ფილოსოფოსი
  • 1935 : დინხა IV – აღმოსავლეთის ასურული ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი.
  • 1944 : გიორგი სიჭინავა — ქართველი ფეხბურთელი
  • 1946 : ტომი ლი ჯონსი — ამერიკელი მსახიობი
  • 1946 : ოლივერ სტოუნი — ამერიკელი კინორეჟისორი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1134 : ალფონსო I — არაგონის მეფე
  • 1834 : მირიან ბატონიშვილი — ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის ძე (დ.1766)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • იოანე მმარხველი კონსტანტინოპოლელი პატრიარქი
    • მამაი, თეოდოტე და რუფინე
    • 300 628 მოწამე
society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way