USD 2.7059
EUR 3.1310
RUB 3.3353
თბილისი
ერთი ჩინური სოფლის უცნაური ტრადიცია ანუ რაპუნცელების სოფელი
თარიღი:  1862

აღმოსავლური კულტურა ევროპელი ადამიანებისათვის ყოველთვის იდუმალებით იყო მოცული, განსაკუთრებით უცნაური ტრადიციების მხრივ ჩინეთი გამოირჩევა. ქვეყანა, რომელსაც მესამე ადგილი უჭირავს მსოფლიოში ტერიტორიის სიდიდის მიხედვით, ითვლის ათეულობით სხვადასხვა ხალხებს თავისი რიტუალებითა და წეს-ჩვეულებებით, სოფელ ხუანლოში, რომელიც ჩინეთის ჩრდილო ნაწილში მდებარეობს, ცხოვრობენ იაოს ტომის ხალხები. მათი მთავარი და უცნაური ტრადიცია ისაა, რომ სოფლის მცხოვრები ქალები მთელი ცხოვრების განმავლობაში არ იჭრიან თმას, ამიტომ ისინი განსაკუთრებულად ლამაზი თმებით გამოირჩევიან. იაოს ხალხები თვლიან, რომ ქალისათვის გრძელი თმა არის სიმდიდრის, ბედნიერების, წარმატებისა და დღეგრძელობის საწინდარი.

წლების განმავლობაში სოფელში არსებობდა ასეთი ტრადიცია: ქალის თმა შეიძლებოდა მხოლოდ მის ქმარს ენახა ქორწილის დღეს, ხოლო შემდეგ მის შვილებს. ამიტომ როცა ამ ძვირფასი განძის მფლობელები თავს მდინარეში იბანდნენ, მას პირსახოცით იფარავდნენ, რომ არავის დაენახა.

1987 წლამდე სოფელში არსებობდა კანონი, რომლის მიხედვითაც მამაკაცი, რომელიც ქალის თმას დაინახავდა, ვალდებული იყო მისი ქმარი ყოფილიყო 3 წლის განმავლობაში. ეს კანონი გაუქმდა 27 წლის წინ, ასე რომ გოგონებს ახლა უფლება აქვთ ყველას აჩვენონ თავიანთი ლამაზი თმები.

არსებობს კიდევ ერთი ტარდიცია იაოს ხალხებში-გოგონას მხოლოდ ერთხელ ჭრიან თმას-როცა ის 16 წლის გახდება. ეს ნიშნავს, რომ ის უკვე სრულწლოვანია და შეუძლია საქმრო მოძებნოს. შეჭრილი თმისაგან აკეთებენ ქალის თავსაბურავს და მას საქმროს მიართმევენ ქორწილზე. შემდგომში ეს თმები გამოყენებული არის გათხოვილი ქალის ვარცხნილობის გასაკეთებლად, მთელი თმა იყოფა სამ ნაწილად: თმის ერთი ნაწილის ბოლოზე მაგრდება შეჭრილი თმები, მეორე ნაწილზე დავარცხნის დროს ჩამოცვენილი თმები-ქალები მას მთელი ცხოვრება აგროვებენ, და მესამე მთავარი ნაწილისაგან კეთდება ძირითადი ვარცხნილობა.

იოაოს ქალების სოციალური სტატუსი განისაზღვრება იმით, თუ რამდენად მდიდრულია მისი ვარცხნილობა.ვარცხნილობის მიხედვით არამარტო სოციალური სტატუსი განისაზღვრება, ასე მაგალითად: თუ თმები თავის ირგვლივაა შემოხვეული-ქალი გათხოვილია, მაგრამ შვილები არ ჰყავს, თუ თმები მჭიდრო კვანძადაა შეკრული-ქალი გათხოვილია და შვილებიც ჰყავს, ხოლო თუ თმებში ცხვირსახოცია ჩაბნეული-ქალი ეძებს საქმროს ან საყვარელს. სოფელ ხუანლოს ქალების მდიდრული თმების საფუძველი ბრინჯის ნახარშზე დამზადებული შამპუნია. სოფელი შესულია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც "ყველაზე გრძელთმიანების სოფელი"-აქ გაუთხოვარი გოგონების თმების სიგრძე საშუალოდ 1, 5 მეტრს აღწევს, ხოლო რეკორდულად ითვლება ნაწნავი, რომლის სიგრძე 2 მეტრია.

ეკნონომიკა
2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით ნაკლები) 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0 პროცენტით ნაკლები).

საქსტატის განმარტებით, ნებართვების 70 პროცენტზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 45.3 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 9.8 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 6.7 პროცენტი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.

„აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 475.2 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7 პროცენტით მეტი) 2 452 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტით ნაკლები). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.7 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე“, - აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის

JNX WAS HERE ❤️❤️