USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
ერთ სიმღერაში გადახდილი 25 ათასი დოლარი, რომელიც ამერიკელმა პროდიუსერმა ქართველ მომღერლებს საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩამოუტანა
дата:  2772

თეოდორ ლევინის სტუმრობა თბილისში 30 წლის შემდეგ და ექსკლუზიურად თბილისი პოსტისთვის ამერიკელი მუსიკოსის და ანზორ ერქომაიშვილის მეგობრობის ისტორია.

თეოდორ ლევინი, ამერიკელი მუსიკოსი და პროდიუსერი : ანზორ ერქომაიშვილი გავიცანი 1988 წელს, როდესაც ის პირადად მივიწვიე ვაშინგტონში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე. ეს პრესტიჟული ფესტივალია და აშშ-ის მუზეუმების ნაციონალური ქსელის ეგიდით იმართება.
ბატონი ანზორი ჩამოვიდა გურული მომღერლების გუნდ "ელესასთან" ერთად . ჩვენ მალევე დავმეგობრდით . მან მომიწვია საქართველოში. თბილისში ჩავწერეთ ფირფიტა, რომლის პროდიუსერიც მე ვიყავი და ეს გახლდათ ქართული სიმღერის პირველი ალბომი  აშშ-ს მსხვილი მუსიკალური ლეიბლის  (Georgian Voices: The Rustavi Choir, Nonesuch Records, 1989) სახელით. 

სწორედ ეს ფირფიტა ჩამოვიტანე და საჩუქრად გადავეცი ფოლკლორის ცენტრის არქივს რამდენიმე დღის წინ, როდესაც შევხვდი გიორგი დონაძეს, ანზორ ერქომაიშვილის მოსწავლეს და საქართველოს ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელს.

როგორ ახერხებდით იმ მძიმე წლებში, როდესაც საქართველოში ომი იყო, გეზრუნათ ქართული სიმღერის პოპულარიზაციაზე?
მინდა გაიხსენოთ კახეთში მოქმედ ანსამბლ " წინანდალთან" დაკავშირებული ისტორია, თუ როგორ გამოიყენეს ქართული სიმღერა ირლანდიური ლუდის რეკლამაში და სანაცვლოდ იმ დროისთვის საკმაოდ წარმოუდგენელი ჰონორარი პირადად ჩამოუტანეთ ანსამბლის წევრებს.

1993 წელს თბილისში ჩამოვედი ცნობილი ინგლისელი როკმუსიკოსის პიტერ გეიბრიელის შეკვეთით . მას ჰქონდა ფირფიტების საკუთარი კომპანია და მთხოვა ჩამეწერა ქართული ფოლკლორული სიმღერები. ანზორ ერქომაიშვილის რჩევით, შევარჩიე ანსამბლი "წინანდალი". მათ უკვე მზად ჰქონდათ ჩანაწერები.

ერთი წლის შემდეგ ქართული ანსამბლის ფირფიტა გამოვიდა ინგლისში. რამდენიმე თვის შემდეგ ირლანდიურმა ლუდის კომპანიამ მთხოვა ლიცენზია ერთ სიმღერაზე ამ ალბომიდან. ირლანდიური სიმღერის ნაცვლად ირლანდიური ლუდის რეკლამაში ქართული სიმღერა " მაყრული" აჟღერდა. ზუსტად 6 თვის შემდეგ კი ჩემს ანგარიშზე ჩაირიცხა ჰონორარი - 25 ათასი დოლარი. მთხოვეს ჰონორარი გადამეცა ქართული ანსამბლისთვის.

საქართველოში არ იყო დალაგებული ვითარება და ჰონორარის გადმორიცხვა შეუძლებელი აღმოჩნდა. ანზორს ვესაუბრე ტელეფონით . მან მითხრა, რომ ერთადერთი გზა იყო, თანხა პირადად ჩამომეტანა. ჩავჯექი თვითმფრინავში. ჩავიკერე ჯიბეში ეს 25 ათასი დოლარი. ჯერ მოსკოვში ჩავფრინდი და შემდეგ თბილისში. როდესაც თბილისისკენ მოვფრინავდი, ჩემს გარშემო განგსტერები ისხდნენ იარაღებით, მეგონა თბილისში ცოცხალი ვერ ჩამოვიდოდა. თუმცა გადავრჩი. აეროპორტში დამხვდნენ ჩამოფრენისთანავე პირდაპირ წინანდალში წავედით. ისეთი სუფრა გაიშალა, დაუვიწყარი, 8 საათი გრძელდებოდა მოლხენა.

ავტორი: ესმა ხიდაშელი

ფოტოზე ანზორ ერქომაიშვილი და ანსამბლი ელესა . 1988 წ. ვაშინგტონი

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати