USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სპეციალური დანიშნულების ავტოპარკი სრულად განაახლა
თარიღი:  554
ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სპეციალური დანიშნულების ავტოპარკი სრულად განაახლა
 
სპეციალური დანიშნულების ახალი ტექნიკა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.
 
„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი სამსახურების ტექნიკით სრულად აღჭურვის პროცესს. ეროვნულ სატყეო სააგენტოს ახალ სპეცტექნიკასა და მაღალი გამავლობის ავტომანქანებზე, დაახლოებით, რვა მილიონი ლარი იქნა მიმართული. აქედან, ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ნაწილი კი, ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით არის დაფინანსებული. აღნიშნული ტექნიკა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სატყეო სააგენტომ უფრო ეფექტიანად შეასრულოს სამეურნეო საქმიანობა, განახორციელოს შესაბამისი სატყეო გზების გაყვანის სამუშაოები, რათა ხანძრის ან სხვა საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ოპერატიულად შევძლოთ შესაბამისი სამსახურების მობილიზება. ახალი ტექნიკით აღჭურვის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
 
37 ერთეული „პიკაპის“ ტიპის მაღალი გამავლობის და 22 ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა 9 რეგიონულ სატყეო სამსახურში გადანაწილდება. სპეცტექნიკით სააგენტო უზრუნველყოფს ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებას, როგორიცაა ტყის-მოვლა აღდგენა, ხე-ტყის დამზადება, სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია და სახელწმიფო ტყის ტერიტორიების მონიტორინგი.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს მთავარი პრიორიტეტული მიმართულებებია ტყეების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაცია, მართვის გეგმების მომზადება და მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა, ასევე, თანაშრომელთა სოციალური გარანტიები და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.
 
 ბოლო პერიოდში, ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზარდა, განვითარდა სატყეო ინფრასტრუქტურა საქმიანი ეზოებისა და სატყეო გზების სახით. სატყეო სამსახურების ოფისების რეაბილიტაცია თითქმის ყველა რეგიონში დასრულებულია, ხოლო რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში სატყეო სამსახურის ახალი ოფისები აშენდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სატყეო სააგენტოს სერვისებით უკეთ სარგებლობას უზრუნველყოფს.
საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის