USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 18:00 საათამდე გაგრძელდება
дата:  257

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის მეორე ეტაპი 15 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის ამ ეტაპზე აბიტურიენტს საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლის შესაძლებლობა აქვს.

„ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. რეგისტრაციის მეორე ეტაპი 15 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

რეგისტრაციის ამ ეტაპზე აბიტურიენტს საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლის შესაძლებლობა აქვს. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანას, ეს პროცესი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათზე შეწყდება. კონკრეტული თარიღი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.

აბიტურიენტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვერ აირჩევს პროგრამებს, თუ არ ექნება მითითებული რელევანტური საგნები. აქედან გამომდინარე, ვერ მიიღებს მონაწილეობას ჩარიცხვების კონკურსში.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის პირველი, ძირითადი ეტაპი პირველ მარტს დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდა. რეგისტრაცია 38 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, რომ ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში გამოიყენოს შენახვის ღილაკი და დაიმახსოვროს შესაბამისი ცვლილება“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати