ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის.
გამსახურდია, რომელიც ბოლო წლებში შვეიცარიაში ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენლად მუშაობდა, იგი გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ შეთავაზება შალვა პაპუაშვილისგან მიიღო.
ეროვნული ბიბლიოთეკის მოქმედმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ განაცხადა, რომ მას თანამდებობიდან წასვლაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ესაუბრა.
ამის შესახებ გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.