USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ეროვნული ბანკის ოქროს ზოდების ღირებულება $77 მილიონით გაიზარდა
Date:  594

საქართველოს ეროვნულმა ბანკის ინფორმაციით, მათ მიერ მიმდინარე წლის მარტში შეძენილი ოქროს რეზერვების ღირებულება 77 მილიონი დოლარით გაიზარდა.

სებ-მა მარტში 7.1 ტონა მონეტარული ოქრო შეიძინა და სავალუტო რეზერვების 11% ოქროში გადაიტანა. აღნიშნულ პერიოდში ამ ოქროს ღირებულება 529 მილიონ დოლარს შეადგენდა. სებ-ის მიერ პარლამენტში გაგზავნილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, გასული თვეების განმავლობაში ამ ოქროს ღირებულება 77 მილიონი დოლარით გაიზარდა.

“საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 4.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მნიშვნელოვანია საერთაშორისო სარეზერვო აქტივების ეფექტური მართვა. სწორედ ამ მიზნით, საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატება ეროვნული ბანკის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დაკავშირებულია გლობალურ ინფლაციურ რისკებთან და რეზერვების მსყიდველუნარიანობის დაცვასთან. საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასის მზარდია და სებ-ის ოქროს ზოდების საბაზრო ღირებულების ზრდა დაახლოებით 77 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაზე ორიენტირებული რჩება. შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა წმინდა შესყიდვებმა 2023 წელს 1.28 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო 2024 წელს იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით 109.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის დოკუმენტში.

რამდენიმე თვის წინ ეროვნული ბანკის საკუთრებაში არსებული ოქროს ზოდები სებ-ის საკასო ცენტრში განთავსდა.

არსებული მდგომარეობით უნცია ოქროს ღირებულება 2,650 დოლარს შეადგენს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოქროს ღირებულება 43%-ით არის გაზრდილი.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way