USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
Date:  579

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც მოქალაქეებს აფრთხილებს. განცხადებას „თბილისი პოსტი“ უცვლელად გთავაზობთ.

საქართველოს ეროვნული ბანკი სახსრების განთავსებისა და სხვადასხვა, ერთი შეხედვით მაღალშემოსავლიან, სქემებში ინვესტირების რისკებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2013 წლიდან პერიოდულად აფრთხილებს მოქალაქეებს. კერძოდ, კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ კონტროლდება რომელიმე საზედამხედველო ორგანოს, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ, შესაძლოა ფიზიკურ პირებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში თანხის დაბანდებას სთავაზობდნენ. რიგ შემთხვევაში კი მათი საქმიანობა, "ფინანსური პირამიდის" კლასიკური მოდელის ნიშნებსაც ატარებს.

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში გააქტიურდნენ ისეთი კომპანიები, რომლებიც ინტენსიური სარეკლამო კამპანიის საშუალებით, მოსახლეობას მოკლე ვადაში ბაზრისათვის არაადეკვატურად მაღალი სარგებლის მიღებას სთავაზობენ. უნდა აღინიშნოს, რომ "ფინანსური პირამიდის" კლასიკური მოდელისგან განსხვავებით, აღნიშნული კომპანიები თანხის გამომუშავებისთვის მომხმარებლებს არ სთავაზობენ ფინანსურ ინსტრუმენტებს, მაგალითად ანგარიშზე/დეპოზიტზე თანხის განთავსებას, შესაბამისად, მათგან ფულად სახსრებს პირდაპირ არ იზიდავენ. თუმცა, თანხის გამომუშავების სანაცვლოდ მომხმარებლებს სხვადასხვა მოქმედებების შესრულებას თხოვენ, რაც, მათ შორის, შეიძლება მოიცავდეს კომპანიის სხვადასხვა მომსახურების გამოწერას, ონლაინ სივრცეში სარეკლამო შინაარსის შემცველი ინფორმაციის გაცნობას, გავრცელებას და ამავე მიზნით ახალი მონაწილეების მოწვევას. საყურადღებოა, რომ ამ ტიპის საქმიანობის მთავარი მიზანი, ფინანსური პირამიდის მსგავსად, სქემაში რაც შეიძლება ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების არაპირდაპირი გზით მოზიდვა და არა ბიზნესის განვითარებაა. ამასთან, რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება, მით უფრო იზრდება სქემის სიცოცხლისუნარიანობა.

ასეთი პირამიდული სქემები, რომლებიც შესაძლებელია მრავალი სახით არსებობდეს, გარკვეულწილად მდგრადია მისი შექმნის მხოლოდ საწყის ეტაპზე, მანამ, სანამ სქემაში ახალი მონაწილეების მოზიდვის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებული ჩანს ასეთი კომპანია დროის რომელიმე მომენტში, სქემა აუცილებლად იშლება, როდესაც შეუძლებელი ხდება ახალი წევრის და/ან დამატებითი თანხის მოზიდვა და, შედეგად, კომპანია ვეღარ ისტუმრებს წევრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს.

საგულისხმოა, რომ უკანასკნელ პერიოდში პოპულარული მსგავსი სქემების შესახებ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მომხმარებლისთვის ცნობილია სქემის რისკიანობის შესახებ, ხშირად ისინი შეგნებულად ერთვებიან ამ სქემებში იმის იმედით, რომ მათ მიერ ინვესტირებული თანხის გამომუშავებას სქემის დაშლამდე შეძლებენ. თუმცა, მსგავსი მიდგომა მაღალი რისკის შემცველია, რამდენადაც სქემის დაშლის მომენტის წინასწარ განჭვრეტა პრაქტიკულად შეუძლებელია.

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, უპირველეს ყოვლისა, წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის, ასევე მისი გადამხდელუნარიანობის მდგომარეობის შესახებ, გაარკვიონ რეგულირდება თუ არა ასეთი კომპანია რომელიმე უწყების მიერ, და მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way