USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
Тбилиси
ეროვნული ბანკი: 2025 წლის 4 თვეში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ ჯამურად 1,082.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
дата:  629

2025 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - 4 თვეში გადმორიცხულია 1,082.1 მლნ აშშ დოლარი.

სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით, ირკვევა რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.8%-ს შეადგენს, შესაბამისი 132.5 მლნ აშშ დოლარით. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ნაწილში კვლავ ზრდა ფიქსირდება, კერძოდ, 16.6%-იანი და მოცულობა 54 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან. კერძოდ, აპრილში წლიურად - 18.9%-ით შემცირდა და 39.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, 2025 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მლნ აშშ დოლარი (80.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати