USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
Tbilisi
ეროვნული ბანკი - საერთაშორისო სავალუტო რეზერვები $324 მილიონით გაიზარდა
Date:  699

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 324 მილიონი დოლარით გაიზარდა და დეკემბრის მდგომარეობით 4.45 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განმარტებით, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა მოცემულ მომენტში, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა გაზარდოს ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები.

„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი გარანტია. დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებში ჩანს, რომ წლის ბოლოს ჩვენ მოვახერხეთ და გვაქვს სოლიდური ზრდა სავალუტო რეზერვებში, რაც რამდენიმე ფაქტორის დამსახურებაა. პირველი, ნოემბერ-დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა მოახერხა და შეიძინა საკმაო რაოდენობის დოლარი ბაზარზე და ამის შესაძლებლობას ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა გვაძლევს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საბანკო სექტორში თვიდან თვემდე იზრდება დეპოზიტები როგორც უცხოურ ვალუტაში, ასევე ეროვნულ ვალუტაში. უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების ზრდა, სავალდებულო ნორმის ზრდასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მთლიანი მოცულობის ზრდაში, რომელიც ჩვენ გვაქვს სახეზე. მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო გვიწევს რეზერვების დახარჯვა, რათა სავალუტო ბაზარზე არაფუნდამენტური ფაქტორებისაგან გამოწვეული ჭარბი მერყეობის განეიტრალება მოვახდინოთ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, ეროვნული ბანკი ყველა ღონეს ხმარობს, რომ კვლავ შეავსოს საერთაშორისო რეზერვები", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია რეზერვების დივერსიფიცირება და სებ-ი ყველაფერს აკეთებს, რომ რეზერვები უკეთ იმართოს და მოხდეს მათი დივერსიფიცირება.

„მოგეხსენებათ, რომ წლის დასაწყისში ჩვენ შევიძინეთ მონეტარული ოქრო და ამ პერიოდში ოქროს საერთაშორისო ფასის ზრდის გამო, ამ კუთხითაც სერიოზული, 100 მილიონ დოლარამდე მატება გვაქვს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობაში.

ყოველივე ამან ერთობლიობაში მოგვცა საშუალება ნოემბრიდან მოყოლებული გაგვეზარდა საერთაშორისო რეზერვების მოცულობა. ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის ფონზე. ვფიქრობთ, რომ რეზერვები კვლავაც განაგრძობს აღმავალ ტრაექტორიას", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 7 თებერვალს გამოაქვეყნებს.

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way