USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ეროვნულ გალერეაში მუზეუმებიდან 1993-2010 წლებში გატანილი და ახლახან დაბრუნებული ექსპონატების გამოფენა გაიხსნა
თარიღი:  1976
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 2021-2023 წლებში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და ეროვნული გალერეის ფონდებისათვის დაბრუნებული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ეს ექსპონატები 1993-2010 წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში, ასევე სამინისტროებსა თუ უცხო ქვეყნის ორგანიზაციებში იყო გატანილი, ნაწილი კი XX საუკუნის 80-90-იან წლებში ხელწერილების საფუძველზე თავად ავტორებმა გაიტანეს მუზეუმებიდან დროებითი გამოფენებისთვის თუ სხვა მიზეზებით. მრავალი წლის გასვლის მიუხედავად, ეროვნულ მუზეუმს 2021 წლამდე მათი დაბრუნება არ მოუთხოვია, რის გამოც, არაერთი ექსპონატი დღეისათვის დაკარგულად ითვლება.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების დაბრუნება კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ წამოწყებული მიზანმიმართული პროცესის შედეგია. 2021 წლიდან დაბრუნებული ნამუშევრები წლების შემდგომ პირველად იხილა დამთვალიერებელმა. დაბრუნებული ექსპონატებიდან გამოფენილია 60-ამდე ნამუშევარი.
სამუზეუმო ფონდებში დაბრუნდა სერგო ქობულაძის, ელენე ახვლედიანის, ედმონდ კალანდაძის, დიმიტრი ხახუტაშვილის, გურამ (ხიტა) ქუთათელაძის, გივი თოიძის, ირაკლი სუთიძის, ლევან ლაღიძის, ზაზა ბერძენიშვილის, ზაურ გოლავას, თამაზ კაკაბაძის, რუსუდან ფეტვიაშვილის, თემო ჯაფარიძის, ოთარ სულავას, მედეა ბაქრაძის, ვაჟა მელიქიშვილის, ნოდარ თოფურიას, სიმონ გირკელიძის, ნელი ალექსიძის, თენგიზ ცხონდიას, ომარ კაჭკაჭიშვილის, გურამ ნავროზაშვილის, გრიგოლ ჩირინაშვილის, შოთა ლეჟავას, ზაურ დეისაძის, კოტე ჭანკვეტაძისა და გელა მანჯავიძის ნამუშევრები.
აღსანიშნავია, რომ დაბრუნებულ ნამუშევრებს შორის არის რუსული აკადემიური სკოლის წარმომადგენელი უცნობი მხატვრის მიერ XVIII საუკუნის მიწურულს შექმნილი ნატურმორტი, რომელიც ხელოვნების მუზეუმმა 1930-იან წლებში შეიძინა, როგორც ჟან-ბატისტ სიმეონ შარდენისათვის მიკუთვნებული ფერწერული ნამუშევარი. ნახატი 1994 წელს ხელოვნების მუზეუმზე ყაჩაღური თავდასხმისას გაიტაცეს და მისი დაბრუნება მხოლოდ 2023 წელს მოხერხდა.
ასევე, ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა გრიგორი გაგარინის, ლევ ლაგორიოს, კარლ ჟუკოვსკის, ევგენი ლანსერესა და ბორის ფოგელის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები, რომლებსაც საქართველოსათვის უდიდესი ისტორიულ-ეთნოგრაფიული და მხატვრული მნიშვნელობა აქვს. ეს ნახატები 18 წლის შემდეგ, 2021 წელს, კულტურის სამინისტროს ძალისხმევით დაუბრუნდა ეროვნულ გალერეას რუსეთის ფედერაციის სამხატვრო აკადემიიდან.
მუზეუმებიდან ექსპონატების ალტერნატიულ სივრცეებში გატანა დროებითი გამოფენის გამართვის ან სხვა მიზნით დასაშვებია, თუკი ეს მიზნად ისახავს ეროვნული ხელოვნებისა და კულტურის წარმოჩენას, დაინტერესებული მხარეებისთვის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას, თუმცა ზემოხსენებული ნამუშევრების მუზეუმებიდან გატანის ვადები დარღვეული იყო და მათ მოსაძებნად და მდგომარეობის შესასწავლად ეროვნულ მუზეუმს მონიტორინგი არასდროს განუხორციელებია.
გამოფენის ნახვას საზოგადოება 15 სექტემბრის ჩათვლით შეძლებს.
თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის