საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ბიუჯეტი 1,5 მილიონი ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, წლების განმავლობაში, ბოტანიკური ბაღის სარწყავი წყლით შეუფერხებელი მომარაგება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა, რაც ბაღის კოლექციების მართვაში სირთულეებს ქმნიდა.
“ბოტანიკურ ბაღში სარწყავი წყლის ახალი მაგისტრალური ხაზისა და სარეზერვო აუზების მოწყობის სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია. უახლოეს მომავალში 1.5 კმ სიგრძის ახალი სარწყავი მილი და 500 კუბური მეტრის მოცულობის სარეზერვო აუზი ექსპლუატაციაში შევა. ასევე, რეკონსტრუქცია უტარდება არსებულ სამარაგე ავზებს.
პროექტის დასრულების შემდეგ, ბაღის სარწყავი წყლის ცენტრალური მაგისტრალური ხაზი და სარეზერვო აუზები სრულიად ავტომატიზებული იქნება. მტკვრის სატუმბი სადგური კი, საიდანაც წყლის მოწოდება მოხდება, აღიჭურვება ახალი სატუმბი დანადგარებით, რაც მცენარეთა კოლექციების მოვლას გააუმჯობესებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.