USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ერნესტ ჰემინგუეი - ჩემთვის სამოთხე ხარების გრანდიოზული რინგია
Date:  420

გუშინ ხარები გაუშვეს პამპლონაში.

1925 წელს ესპანეთში მყოფმა ერნესტ ჰემინგუეიმ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდისთვის მიწერილ წერილში ხუმრობით აღწერა თუ როგორ წარმოედგინა სამოთხე. გთავაზობთ წერილს.

ძვირფასო სკოტ,

ხვალ პამპლონაში მივდივართ. აქ კალმახზე ვთევზაობდი. როგორ ხარ? ზელდა როგორაა?

იმაზე კარგად ვგრძნობ თავს ვიდრე ოდესმე მიგრძვნია – მას შემდეგ რაც პარიზიდან ჩამოვედი, ღვინის გარდა არაფერი დამილევია. ღმერთო, რა კარგი სოფელია. თუმცა, შენ სოფელი გძულს. კარგი, სოფლის აღწერას არ დავიწყებ.

ვფიქრობ, როგორ წარმოგიდგენია სამოთხე – ლამაზი ვაკუუმი, რომელიც სავსეა მონოგამებით, ყოვლის შემძლე, საუკეთესო ოჯახებიდან გამოსული ადამიანებით, რომლებიც თავს სასმელში იხრჩობენ. ჯოჯოხეთი კიდევ ალბათ უშნო ვაკუუმად წარმოგიდგენია, სადაც საბრალო პოლიგამები ვერ შოულობენ სასმელს ან კიდევ კუჭის პრობლემებით მუდმივად იტანჯებიან.

ჩემთვის სამოთხე ხარების გრანდიოზული რინგია, სადაც ორი შემოღობილი ადგილი მაქვს და სადაც კალმახს მხოლოდ მე ვიჭერ, იქვე ქალაქში ორი მშვენიერი სახლი მექნებოდა. ერთში მეუღლე და ბავშვები მეყოლებოდა, მანდ მონოგამური ვიქნებოდი და ისინი ბოლომდე მეყვარებოდა, მეორეში კი ცხრა სხვადასხვა სართულზე ცხრა საყვარელი მეყოლებოდა. ერთ-ერთ სახლში “The Dial” [ამერიკული ჟურნალი] რბილ ქაღალდზე მექნებოდა დაბეჭდილი და ყველა სართულზე ტუალეტში იპოვიდი. მეორე სახლში კი, “American Mercury” და “New Republic” [ასევე ამერიკული ჟურნალები] გვექნებოდა დაბეჭდილი.

მანდვე ეკლესია იქნებოდა როგორიც პამპლონაშია, სადაც ერთი სახლიდან მეორეში სიარულისას ცოდვების მონანიებას შევძლებდი. ჩემს შვილთან ერთად ცხენს შევაჯდებოდი ხოლმე და ხარების რანჩოსკენ გავაჭენებდი, რომელსაც სახელად Hacienda Hadley ერქმეოდა, გზაზე ჩამწკრივებულ ჩემს უკანონო შვილებს მონეტებს ვესვროდი. ჰასიენდაზე მისული, ჩემს შვილს საყვარლებთან ერთგულების ქამრების დასარიგებლად გავაგზავნიდი, რადგანაც ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ ლოთების კამპანიაში ცნობილი მონოგამი, გვარად ფიცჯერალდია ჩამოსული.

მოკლედ, ხვალ ადრე დილით ქალაქში მივემგზავრებით. ამ მისამართზე მომწერე,

სასტუმრო კინტანა

პამპლონა

ესპანეთი

თუმცა, შენ მგონი წერილების წერა არ გიყვარს. მე მიყვარს, რადგანაც ერთი მხრივ მუშაობისგან გათავისუფლებს და ამავდროულად ისეთი გრძნობა გაქვს, რომ რაღაც გააკეთე.

ზელდა მოიკითხე,

შენი ერნესტი.

წყარო:https://www.thedailybeast.com

 

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way