USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
«Berliner Zeitung» (გერმანია): „უკრაინა დეზერტირობას ებრძვის: რატომ ბრუნდება ფრონტის წინა ხაზზე ჯარისკაცების მხოლოდ მცირე რაოდენობა?“
дата:  478

გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ცაითუნგში“ (Berliner Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „უკრაინა დეზერტირობას ებრძვის: რატომ ბრუნდება ფრონტის წინა ხაზზე ჯარისკაცების მხოლოდ მცირე რაოდენობა?“ (ავტორი - ნიკოლას ბუტილინი). „კანონის თანახმად, თუ დეზერტირები სამხედრო ნაწილებში დაბრუნდებიან, მათ ჩადენილი დანაშაული ეპატიებათ, მაგრამ ფრონტზე დაბრუნებულთა რაოდენობა ძალიან მცირეა“, -  აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემცირებულ ვერსიას:

უკრაინის არმია სულ უფრო მეტად აწყდება მასშტაბურ პრობლემას: რაც უფრო ხშირად ლაპარაკობენ ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაზე, 1200 კილომეტრიან ფრონტის ხაზიდან ჯარისკაცები მით უფრო მზარდი ტემპით გარბიან - ანუ დეზერტირების რაოდენობა სწრაფად მატულობს. კრიზისის გასამკლავებლად უკრაინის პარლამენტი განიხილავს ჯარისკაცების მიერ ჩადენილი დანაშაულის (დეზერტირობის) პატიების ვადის გაგრძელებას, რათა მათ დაუსჯელად შეეძლოთ სამხედრო ნაწილში დაბრუნება. მაგრამ სამხედო ხელმძღვანელობისათვის საკვანძო საკითხად რჩება ის, თუ რატომ ბრუნდება უკან ჯარისკაცთა მხოლოდ მცირე ნაწილი.

უკრაინის პარლამენტმა ჯერ კიდევ 2024 წლის სექტემბერში მიიღო კანონი, რომლის თანახმად, გაქცეულ დეზერტირებს უკან ნებაყოფლობით დაბრუნებისას დანაშაული არ ეთვლებოდათ, მაგრამ კანონი კანონად დარჩა, დეზერტირები კი უკან არ ბრუნდებოდნენ.  როგორც რომან კოსტენკო, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრტხოების საქმეტა კომიტეტის მდივანი ამბობს, „ამნისტიის შედეგები უფრო უარესია, ვიდრე მოსალოდნელი იყო“.

რატომ გარბიან ჯარისკაცები ფრონტიდან?

უკრაინის ხელისუფლება დეზერტირების ზუსტ სტატისტიკას არ აქვეყნებს, მაგრამ გენერალური პროკურატურის მონაცემებით, საგანგაშო სურათი იხატება: თუ 2024 წლის ოქტომბერში დეზერტირობის 1196 საქმე იქნა შეწყვეტილი (ამნისტიის საფუძველზე), დეკემბერში მხოლოდ 638, ანუ სამხედრო ნაწილებში უკან დაბრუნების ფაქტები შემცირდა, თანაც ამნისტიის ვადების გაგრძელების მიუხედავად. პარალელურად მკვეთრად გაიზარდა გამოძიების რაოდენობა დეზერტორობის ახალ ფაქტებზე: 7621-დან ოქტომბერში 15 500-მდე დეკემბერში. უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, ომის დაწყებიდან თავიანთი ნაწილები თვითნებურად დატოვა 100 ათასზე მეტმა ჯარისკაცმა. მართალია, მათგან გარკვეული რაოდენობა უკან დაბრუნდა, მაგრამ სიტუაცია მაინც მძიმეა. ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის სასამართლო ორგანოები ამჟამად იხილავენ „სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების“ 80 ათასზე მეტ ფაქტს.

მიზეზები სხვადასხვანაირია: დეზერტირებს, რომლებსაც „ბერლინერ ცაიტუნგის“ ჟურნალისტები ესაუბრნენ, ძირითად მიზეზად უკრაინის არმიაში როტაციის არარსებობას ასახელებენ. მათი თქმით, ბევრი ჯარისკაცი თვეობით განუწყვეტლად იბრძვის ფრონტის წინა ხაზზე და ამ დროს მცირევადიანი შვებულების მიღების არანაირი პერსპექტივა არ აქვთ.

გარდა ამისა, უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის ატოსფეროა გაბატონებული. როგორც 68-ე ბრიგადის ერთ-ერთმა ოფიცერმა გაზეთის ჟურნალისტებს კონფიდენციალურად  განუცხადა, „მიჯობს ექვსი წელი ციხეში გავატარო, ვიდრე წინა ხაზზე მოვკვდე“. ჯარისკაცებს შორის იმედგაცრუებას იწვევს არმიაში განეფებული უყაირათობა და კორუფცია. კიდევ ერთი მაგალითი: „ბერლინერ ცაიტუნგისათვის“ მიცემულ ინტერვიუში უკრაინის არმიის სამხედრო მოსამსახურე, მწერალი სტანისლავ ასეევი ღრმად აანალიზებს სოციალურ კონტრაქტს და მისი პირობების უსამართლობას აკრიტიკებს.

დეზერტირები: ზელენსკის მთავრობა გამოსავალს ეძებს

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ ჯარიდან გაქცეული სამხედრო მოსამსახურეები ისევ თავის ნაწილებს დაუბრუნდებიან, მაგრამ ექსპერტები სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ: გადაჭარბებულმა თავდაჯერებამ ვაითუ მანკიერი წრის შექმნა გამოიწვიოს. ვერხოვნა რადის (პარლამენტის) აპარატის მთავარმა სამეცნიერო-საექსპერტო სამმართველომ დეპუტატები უკვე გააფრთხილა, რომ იმ არათანმიმდევრულმა ზომებმა, რომლებსაც სამართალდამცველი ორგანოები იღებენ, შეიძლება სამხედრო დისციპლინა კიდევ უფრო მეტად დააქვეითონ. კიდევ ერთი მომენტი: უკან დაბრუნებული დეზერტირები უკვე ნაკლები ნდობით სარგებლობენ როგორც თანამებრძოლებს, ასევე მეთაურ ოფიცრებს შორის, ამიტომ მათ ფრონტის ხაზზე კი არ გზავნიან, არამედ სარეზერვო ნაწილებში გადაჰყავთ.

პირველად უკრაინის ისტორიაში დეზერტირობა ყველაზე გავრცელებულ დანაშაულად იქცა, რომელმაც რაოდენობით ქურდობა და თაღლითობა უკან ჩამოიტოვა. არაოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს დარეგისტრირებული იქნა თითქმის 89,5 ათასი შემთხვევა, რაც სამჯერ მეტია წინა წელთან შედარებით. რა თქმა უნდა, არარეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა ბევრად მეტი იქნება.

ამასობაში უკრაინის პარლამენტი შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებს. უსაფრტხოების ექსპერტი ვადიმ კოსტენკოს თქმით, იმ ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელზედაც თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი მუშაობენ, ივნისამდე დეზერტირებულ ჯარისკაცებს შეუძლიათ სამხედრო ნაწილებში დაუსჯელად დაბრუნდნენ, თუმცა კანონპროექტზე მუშაობა ჭიანურდება და სანამ ის პარლამენტში მოხვდება, საკმაო დრო გაივლის.

უკრაინის არმია ძალიან ზარალდება პირადი შემადგენლობის არასაკმარისი რაოდენობით, მობილიზაცია კი ნელი ტემპით მიმდინარეობს. ვადიმ კოსტენკო მწარე სინამდვილეს აღიარებს: „წინა ამნისტიას დეზერტირების რაოდენობა არ შეუმცირებია, ყველაფერი პირიქით მოხდა - ჯარიდან გაქცევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა“. 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати