USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
«Berliner Zeitung» (გერმანია): „თურქული ნაკადი“ - თხევადი ბუნებრივი გაზის ნაცვლად: „გაზპრომი“ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას იაფ მილსადენურ გაზს აწვდის“
Date:  

„საბერძნეთმა 2024 წელს 4-ჯერ გაზარდა რუსული მილსადენური გაზის შესყიდვა, 2022 წელთან შედარებით. მთავრობამ უკვე გადაიფიქრა ძვირადღირებული თხევადი ბუნებრივი გაზის (თბგ-FGG-Flüssigerdgas) ტერმინალების მშენებლობა, რომლებიც ასევე ძვირი საწვავის მისაღებად იყო დაპროექტებული“, - წერს გერმანული გაზეთი „ბერლინერ ცაიტუნგი“ (Berliner Zeitung) სტატიაში სათაურით „თურქული ნაკადი“ თხევადი ბუნებრივი გაზის ნაცვლად: „გაზპრომი“ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას იაფ მილსადენურ გაზს აწვდის“ (ავტორი - ანიკა შლიუნცი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

საბერძნეთი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც ძირს უთხრის ბრიუსელის ძალისხმევას - არ შეისყიდოს რუსული მილსადენური გაზი, რათა რუსეთმა უკრაინის ომისათვის თანხები არ მიიღოს. რუსეთმა კვლავ გაუსწრო შეერთებულ შტატებს ევროკავშირის გაზით მომარაგების საქმეში, თანაც მთავარ როლს ამ საქმეში შავი ზღვის ფსკერზე აგებული გაზსადენი „თურქული ნაკადი“ ასრულებს (რომელიც რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულების საფუძველზე ექსპლოატაციაში 2020 წელს შევიდა).

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა რუსეთიდან გაზის იმპორტი თითქმის ოთხჯერ შეამცირა - 2021 წელს არსებული 40%-დან 8%-მდე 2023 წელს. ეს შემცირება განაპირობა ევროკავშირის გადაწყვეტილებამ „რუსულ გაზზე დამოკიდებულებასთან ბრძოლის შესახებ“, მაგრამ ახლა ამ საკითხში საწინააღმდეგო ტენდენცია შეინიშნება - მილსადენური გაზის შესყიდვა მატულობს. საბერძნეთი უკვე ფიქრობს, რომ უარი თქვას ძვირადღირებული თხევადი გაზის მიღების ტერმინალების მშენებლობაზე.

ამჟამად ვერძენი მომხმარებელი 60%-ით არის დაკმაყოფილებული რუსული ბუნებრივი გაზით. ეს 4-ჯერ მეტია, ვიდრე 2022 წელს, როცა რუსულ გაზზე ბერძნული იმპორტის მხოლოდ 14% მოდიოდა. საბერძნეთის ენერგეტიკისა და ეკოლოგიის მინისტრი თვლის, რომ ქვეყანას აღარ ჭირდება თხევადი გაზის ტერმინალების მშენებლობა, როცა მილსადენით იაფ რუსულ გაზს საკმარისი რაოდენობით იღებს. ავსტრიის გაზმომარაგებაში რუსული გაზის წილი 91%-ია, ხოლო უნგრეთმა ახალი კონტრაქტები დადო „გაზპრომთან“ სამომავლოდ გაზის სესყიდვის მიზნით. მთლიანობაში ევროკავშირი, 2024 წლის ივლისის თვის მონაცემებით, რუსეთისაგან 100 მილიონი კუბმეტრით მეტს გაზს ყიდულობს, ვიდრე 2023 წელს. ანუ ეს ნიშნავს, რომ თუ 2023 წელს ევროკავშირმა მხოლოდ 562 მილიონი კუბმეტრი გაზი შეისყიდა, ამჟამად ეს მოცულობა 648 მილიონ კუბმეტრამდე გაიზარდა.

რუსეთ-თურქეთის გაზსადენ „თურქულ ნაკადზე“ გაზის ამ მოცულობის ძირითადი წილი მოდის - 344 მილიონი კუბმეტრი. ერთი წლით ადრე კი მხოლოდ 298 მილიონი კუბმეტრი იყო. ეს თითქმის 15%-იანი ზრდას ნიშნავს. რუსული მილსადენური გაზის შესყიდვის ზრდის კვალობაზე ევროკავშირში ამერიკულ თხევად ძვირადღირებულ გაზზე მოთხოვნა შემცირდა. საბოლოო ჯამში, რუსეთმა მეორე ადგილი დაიკავა ევროპის გაზით მომარაგების სფეროში.

„ასე რომ, ევროკავშირისათვის იმ ამოცანის შესრულება, რომელიც ითვალისწინებს 2027 წლისათვის რუსული გაზის შესყიდვის შეწყვეტას, ძალიან რთულია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე მიღებულ სანქციათა 14 პაკეტში რუსულ მილსადენურ გაზზე ევროკავშირს სანქციები არ დაუწესებია.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.berliner-zeitung.de/wirtschaft-verantwortung/turkstream-statt-lng-gazprom-ueberschwemmt-suedeuropa-mit-pipeline-gas-li.2235566

 

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way