USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
"ერის მოღალატეები" - საპროტესტო წარწერები სოხუმში
Date:  760

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარ შესასვლელთან, საპროტესტო შინაარსის წარწერები გამოჩნდა. სოხუმის სანაპიროზე, წითელი საღებავით დატანილ წარწერებს შორის არის ასეთიც: "ერის მოღალატეები".

"ეხო კავკაზას" ინფორმაციით, აქცია, სავარაუდოდ, მოსკოვთან გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას "რუსული კომპანიების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ" ეხება.

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი შეთანხმებას ეწინააღმდეგება. მათ მიაჩნიათ, რომ ეს "ოლიგარქიის გაფართოებას" გამოიწვევს.

 

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way