USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Tbilisi
ერიკ ჰარვოლსონი - თეოფანე ნიქოზელი , რომელიც ქართული გალობის ანთოლოგიის საუკუნის პროექტს თარგმნის
Date:  681
ერიკ ჰარვოლსონი ამჟამად აშშ ში ცხოვრობს , თუმცა საქართველოსთან კავშირს ინარჩუნებს. ამჟამად ის ჩართულია ქართული გალობის ანთოლოგიის პროექტში. ინგლისურად სწორედ მან თარგმნა ანთოლოგიის 30 ტომი. გალობის ანთოლოგიის პროექტს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ახორციელებს.
 
ქეთევან გოგიაშვილი სოციალურ ქსელში ერიკ ჰარვოლსონის შესახებ პოსტს და ფოტოს აქვეყნებს :
 
"თეოფანემ (ფოტოზე, მარცხნივ, უცხოელს რომ ხედავთ, იმაზე მოგახსენებთ) მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნის და სარწმუნოების შესახებ შეიტყო, მოსვენება დაკარგა - სიზმარშიც საქართველოს ხედავდა და ცხადშიც სულ იმაზე ფიქრობდა, როგორ ჩამოსულიყო და დამკვიდრებულიყო ამ, სამოთხის მსგავს, უცნაურად საინტერესო და წარმოუდგენლად მადლიან ქვეყანაში.
 
მერე ქართულის სწავლა დაიწყო, მართლმადიდებლურად მოინათლა, ამერიკა სამუდამოდ მიატოვა და, არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ კონფლიქტის ზონაში, ნიქოზის მონასტერში ამოყო თავი.
 
ახლა ნამდვილი ნიქოზელია, მარტო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით კი არა, გვარითაც - თეოფანე ნიქოზელი!!!
 
გვარი მეუფე ისაიამ (ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტმა) შეურჩია, სტიქარითაც შემოსა, გალობაც შეასწავლა. სხვათა შორის, ძალიან ნიჭიერად გამოსდის ეს საქმე. მარტო საგალობლებს კი არა, ქართულ-ხალხურ სიმღერებსაც გაუსინჯა გემო და, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, ტრადიციულ კერძებზე მეტად მოეწონა.
 
ამ ფოტოზე (ჩვენს ოჯახშია გადაღებული) მეუფესთან ერთად მეგრულ სიმღერას მღერის და რას მღერის... როგორი გულითა და მონდომებით... საერთოდაც, ძალიან მონდომებული და მიზანსწრაფული ადამიანია. ახლახან სასულიერო სემინარიაში დაიწყო სწავლა, ქართულად.
 
ჰო, ქართული ისე კარგად აითვისა, ადგილობრივებს შეცდომებს უსწორებს. აბა, გაბედოს ვინმემ და ხელსახოცს "სალფეტკი" დაუძახოს, მასთან პურს არ შეჭამს.
 
სემინარიაზე ვყვებოდი... მეუფემ იქ რომ გაამწესა თურმე, ასე დაარიგა თავისი "შვილობილი": აბა, არ შემარცხვინო, ორიანები არ მიიღო, იცოდეო. რა ორიანი... 10-ს ქვემოთ, მგონი, შეფასება არ მიუღია. მეუფე იცინოდა, მე გითხარი, ორებზე არ ისწავლო, თავი მოიკალი და ათიანზე ქვემოთ არ ჩამოხვიდე, ის კი არ მითქვამსო. რა ჰქნას, ცუდად არაფრის კეთება არ შეუძლია და როგორ მოიქცეს?!.
 
მოკლედ, ძალიან ძლიერია თეოფანე, მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებული ლოცვისა (სხვათა შორის, საქართველოს კეთილდღეობისთვის) და მარხვისაგან გალეული, სუსტი ჯანმრთელობის, სანთლის ალივით გამჭვირვალე და თავისივე შესამოსელივით მსუბუქია."
 
ფოტოზე: ერიკ ჰარვოლსონი
 
World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way