USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
ერდოღანის განცხადებით, ევროპისკენ მალე მილიონობით მიგრანტი და ლტოლვილი გაემართება.
თარიღი:  1371

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ევროპისკენ მალე მილიონობით მიგრანტი და ლტოლვილი გაემართება. სატელევიზიო გამოსვლისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ სირიის შიგნით ე.წ. უსაფრთხო ზონებში ლტოლვილების დასახლების საქმეში ევროკავშირმა თურქეთს არანაირი დახმარება არ აღმოუჩინა.

„მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში თურქეთმა ევროპისკენ გასასვლელი გაუხსნა მიგრანტებს, ასობით ათასმა მათგანმა გადაკვეთა საზღვარი. მალე მათი რიცხვი მილიონებს მიაღწევს“, - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, თურქეთმა მიგრანტებისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სირიის იდლიბის პროვინციაში ასადის ჯარებმა და მისმა მოკავშირეებმა 33 თურქი სამხედრო მოკლეს. ანკარა რამდენიმე თვის მანძილზე საუბრობდა, რომ იდლიბიდან დამატებით დევნილთა ნაკადს ვეღარ გაუმკლავდებოდა და საზღვრებს ევროპისკენ გახსნიდა. ამ დროისთვის თურქეთში 3.7 მილიონი სირიელი ლტოლვილი იმყოფება.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის