USD 2.6802
EUR 3.1374
RUB 3.6596
თბილისი
ერდოღანის განცხადების გამო საფრანგეთმა თურქეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია
თარიღი:  828

საფრანგეთმა რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების გამო თურქეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ შეურაცხყოფა და უხეშობა მეთოდი არ არის.

მანამდე, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს მუსლიმებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამო მკურნალობა სჭირდება.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ ამით თურქეთის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მაკრონმა ისლამურ სეპარატიზმს ომი გამოუცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგას ტვინის შემოწმება გასული წლის ნოემბერშიც ურჩია, როდესაც ერდოღანმა ემანუელ მაკრონის განცხადებას უპასუხა იმის შესახებ, რომ ნატოს ტვინი მკვდარია.

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის