USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ერდოღანი: უკრაინამ უნდა შეარბილოს თავისი პოზიცია მარცვლეულის შეთანხმების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებში
თარიღი:  636

სოჭში ვლადიმირ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა შეარბილოს თავისი პოზიცია მარცვლეულის შეთანხმების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებში. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

„უკრაინამ განსაკუთრებით უნდა შეარბილოს თავისი მიდგომები, რათა შესაძლებელი იყოს რუსეთთან ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს, რომ რუსეთსა და უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებები ჰქონდეთ.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ აღადგენს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას, როგორც კი მისთვის მიცემული დაპირებები შესრულდება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარასა და მოსკოვს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები რეგიონული პრობლემების გადაწყვეტის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს.

"შეხვედრაზე რეგიონული პროცესები განვიხილეთ. ჩვენი მჭიდრო კონტაქტი რუსეთთან რეგიონული და გლობალური პრობლემების გადაწყვეტას შეუწყობს ხელს. ანკარა კვლავ აცხადებს, რომ მზად არის, შუამავლის როლი ითამაშოს უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, რადგან რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფით არის დაინტერესებული", - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი, ასევე, ქალაქ სინოპში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასაც შეეხო, რომელშიც რუსი სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში რუსი ინჟინრების მონაწილეობით უკვე შენდება აქუიუს ატომური ელექტროსადგური.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის