ჩვენ სამყაროს წარმოვუჩენთ ისრაელს, როგორც ომის დამნაშავეს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ჩვენ ვემზადებით ამისთვის და გავაცნობთ მსოფლიოს ისრაელს, როგორც ომის დამნაშავეს. ისრაელი სჩადის ომის დანაშაულებს“, - თქვა პალესტინის მომხრეების მიერ სტამბოლში გამართულ აქციაზე გამოსვლისას ერდოღანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლურ სამყაროს ღაზაში უდანაშაულო ხალხის ხოცვა-ჟლეტის ლეგიტიმაციისთვის ღაზაში თავისი პოლიტიკოსები და მედია ჰყავს მობილიზებული.
„დასავლეთი თქვენთან ვალშია, მაგრამ თურქეთი არ არის თქვენდამი ვალში. ისინი, ვინც ნიანგის ცრემლებს ღვრიან უკრაინა-რუსეთის ომში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ჩუმად უყურებენ ღაზაში ათასობით უდანაშაულო ბავშვის სიკვდილს“, - განაცხადა ერდოღანმა და ისრაელს ოკუპანტი უწოდა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.