Bloomberg-ის ინფორმაციით, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მზად არის გააგზავნოს უკრაინაში თურქული სამშვიდობო ნაწილები. გამოცემა წერს, რომ ერდოღანმა ეს საკითხი როგორც ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ისე სერგეი ლავროვთანაც განიხილა, თუმცა რუსული მხარის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.
თურქეთმა ასევე დააყენა მოთხოვნა, რომ ანკარა არ იქნება არანაირი სამშვიდობო მისიის მონაწილე, თუ ის დაგეგმარების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.