USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
«Der Standard» (ავსტრია): „საქართველო რუსეთსა და ევროკავშირს შორის: თბილისში ევროპის დროშები ფრიალებენ. მოსახლეობა ევროპისაკენ ისწრაფვის, რუსეთისა და ომის მიმართ შიშის გამო“
дата:  

ავსტრიული გაზეთის „დერ სტანდარდის“ (Der Standard) 12 მაისის ნომერში  გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო რუსეთსა და ევროკავშირს შორის: თბილისში ევროპის დროშები ფრიალებენ. მოსახლეობა ევროპისაკენ ისწრაფვის, რუსეთისა და ომის მიმართ შიშის გამო“ (ავტორი - ჯო ანგერერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საქართველოში თითქმის ყველგან ევროკავშირის დროშები ფრიალებენ - თითქოსდა ქვეყანა უკვე ევროკავშირის წევრად არის მიღებული. აქ ევროპის დღესთან დაკავშირებით ტრადიციულად ბევრი ღონისძიება ტარდება. ასე იყო ექვს მაისსაც:  საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ ევროპის დღე საზეიმოდ აღინიშნა. მრავალრიცხოვან საგამოფენო სტენდებთან ხალხმრავლობა იგრძნობოდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები კოლექტიურ სურათს იღებდნენ ადგილობრივი მასმედიისათვის.

„მშვიდობა, სტაბილურობა და აყვავება“, - ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პავლე ჰერჩინსკი, - საქართველო ევროპის ნაწილს წარმოადგენს. ევროპა სრული არ იქნებოდა საქართველოს გარეშე“. რა თქმა უნდა, თბილი სიტყვებია. მაგრამ Standard-ის კითხვაზე - „კონკრეტულად როდის იქნება შესაძლებელი საქართველოს ევროკავშირის წევრად მიღება“, ელჩი ლაკონურად პასუხობს: „მაგ საკითხზე ავსტრიის კანცლერს დაელაპარაკეთ, მიღების საკითხს 27 წევრი წყვეტს, მათ შორის თქვენი ქვეყანაც“.

ლტოლვა ევროპისაკენ: შუქ-ჩრდილები

მართლაც არავინ არ ელოდება იმას, რომ საქართველო უახლოეს დროში ევროკავშირის წევრი  გახდება. თბილისს ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს „საშინაო დავალების“ ბევრი საკითხები - სასამართლო და ადმინისტრაციული რეფორმები, კორუფციასთან ბრძოლა, დეოლიგარქიზაცია... საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დაყოვნებულად და თითქოსდა გულგრილად მოქმედებს - ალბათ, იმიტომ, რომ პარტია ბიძინა ივანიშვილის მიერ არის შექმნილი - იმ ადამიანის მიერ, რომელმაც მრავალმილიარდიანი ქონება რუსეთში დააგროვა. როგორც ამბობენ, იგი დღემდე პარტიის ზურგს უკან დგას და მას „უხილავი ძაფებით“ მართავს..

გამოკითხვების შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროპისაკენ ისწრაფვის. იმავდროულად ქვეყნის მცხოვრებთა დიდ ნაწილს ევროკავშირზე სრულიად არასწორი წარმოდგენები აქვთ: „ისინი იმედოვნებენ, რომ ევროკავშირში მიღების შემდეგ მათი მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება და უკეთესად იცხოვრებენ“, - ამბობს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი „სტანდარდთან“ ინტერვიუში.

ქვეყანაში არსებული სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია და, ალბათ, სწორედ ეს არის ევროპისაკენ მოსახლეობის მამოძრავებელი ძალა. „ოფიციალურად, უმუშევრობის დონე 13%-ს შეადგენს, მაგრამ ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც თვითონ განაცხადეს, რომ უმუშევრები არიან და დარეგისტრირდნენ. სინამდვილეში უმუშევრობის დონე 35-37%-მდეა“, - აღნიშნავს სოციოლოგი.

განწყობის სურათი

თუ საქართველოს ევროკავშირში მიღების საკითხს უფრო ღრმად ჩავუკვირდებით, მოსახლეობის მიზან-განწყობის საკმაოდ მკაფიო სურათი იკვეთება. მაგალითად, პენსიონერ მზია ჩაჩავას ევროკავშირში გაწევრიანება რაც შეიძლება სწრაფად სურს: „იქ ცხოვრება უფრო თავისუფალი და მშვიდია, თანაც პენსია ბევრად მეტია, ვიდრე აქ, საქართველოში ვიღებ. ევროპაში უფრო მაღალ დონეზეა ჯანდაცვის სისტემაც“, - ამბობს მზია ჩაჩავა.

ლუკა რაზმაძე 33 წლისაა, ეკონომიკას სწავლობს და ფრთხილად უდგება ევროკავშირში მიღების საკითხს: „ჩვენი ეკონომიკა ჯერ მზად არაა ევროკავშირის წევრობისთვის. ლარიდან რომ ევროზე გადავიდეთ, ამისათვის ქვეყნის ეკონომიკა დამოუკიდებელი და ძლიერი უნდა იყოს“.

20 წლის ნინო სიორიძე თვლის, რომ ევროკავშირი ადამიანებს ცხოვრების უკეთეს დონეს, ძლიერ ეკონომიკას, განათლების უკეთეს სისტემას პირდება და ადამიანის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს. ჩვენი ამჟამინდელ მთავრობას კი სინამდვილეში ევროკავშირის გზით სიარული არ სურს. ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ამ საკითხში მთავრობა უმოქმედობას ამჟღავნებს“.

შიში რუსეთისა და ომის მიმართ

ნინო შიშობს, რომ საქართველო შეიძლება უკრაინას დაემსგავსოს: „იმ ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, ნიშნავს იმას, რომ სულ მუდმივი საფრთხის წინაშე უნდა ვიყოთ - ვაითუ რუსეთის თავდასხმა განმეორდეს“. ქართველებს არ დავიწყებიათ 2008 წელს რუსეთთან მომხდარი ომი, როცა მოსკოვმა მხარი დაუჭირა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს, ე.წ. „დამოუკიდებელ“  აფხაზეთ-„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს“. რუსეთის არმია საქართველოს არმიას შეებრძოლა და გაიმარჯვა.

მას შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მყიფე მშვიდობას თვალს ადევნებს: „დღეისათვის კონფლიქტის ზონაში სიტუაცია მშვიდია“, - ამბობს „სტანდართან“ საუბარში დიმიტრიოს კარაბალისი, მისიის მეთაური, მაგრამ სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. სხვათა შორის, როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული რუსეთის ბაზიდან ჯარისკაცები უკრაინის ფრონტზე გაგზავნეს, ბევრი უკან წამოვიდა დეზერტირის სახით.

საქართველოში ამჟამად ათეულ ათასობით რუსი ცხოვრობს, რომლებიც რუსეთიდან ომს და მობილიზაციას გამოექცნენ. ისინი ძირითადად განათლებული ადამიანები არიან, რომლებიც საერთაშორისო დონეზე მუშაობენ, მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. ბევრი რუსის ყოფნა საქართველოში დაძაბულობას ქმნის - როგორც ამბობენ, რუსი მიგრანტები საქართველოში საცხოვრებელ ბინებს ყიდულობენ და ამიტომ ფასები მნიშვნელოვნად გაძვირდა. მოიმატა ბინის დაქირავებისა და რიგი პროდუქტების ფასებმაც.

ლოზუნგები «Fuck Russia» („რუსეთო, წაეთრიე!“) საქართველოს დედაქალაქ თბილისის ბევრი ქუჩის სახლის კედლებზე და მესრებზე ნახავთ. გაუგებარია, ამ სიტყვებში რა იგულისხმება - უშუალოდ თვითონ რუსები და რუსეთი თუ მხოლოდ ვლადიმერ პუტინი და მის მიერ გატარებული პოლიტიკა. ნებისმიერ შემთხვევაში, ალბათ, უფრო პუტინი, რომელიც ქართველებისათვის ბოროტების განსახიერებას წარმოადგენს. „პუტინი ბოროტებაა“, - ასე წერია პლაკატზე, რომელიც თბილისის ცენტრში მდებარე პოპულარული რესტორნის კართან არის დაკიდული. „თუ თქვენ ამას არ ეთანხმებით, მაშინ ჩვენგან თავის შორს დაიჭირეთ“, - ამბობს რესტორნის თანამშრომელი.

წყარო: https://www.derstandard.at/story/2000146313203/auch-in-tiflis-wehten-am-europatag-die-eu-fahnen

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати