USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
ექნება ვაკეს მეტრო თუ არა - თბილისის მერია მეტროს მე-3 ხაზის პროექტზე მუშაობს
თარიღი:  879

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროპოლიტენის ახალი - მესამე ხაზის დიდუბე-რუსთაველის მონაკვეთის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და მშენებლობის შესყიდვის თაობაზე ბაზრის კვლევას ატარებს.

ტექნიკურ დავალებაში ვკითხულობთ, რომ მესამე ხაზის ცენტრალური ნაწილი მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და საბურთალოს და ვაკის გავლით მეტროსადგურ რუსთაველს დაუკავშირდება.

„მესამე ხაზის დანიშნულება იქნება „სადგურის მოედნის“, როგორც ერთადერთი მეტროპოლიტენის არსებულ ხაზებს შორის გადასაჯდომი სადგურის განტვირთვა და მეტროპოლიტენით დედაქალაქის უფრო მეტი უბნების მომსახურება, რისთვისაც მეტროსადგურებზე: „დიდუბე“, „რუსთაველი“ და „სამედიცინო უნივერსიტეტი“ უნდა მოეწყოს მესამე ხაზზე გადასასვლელი ინფრასტრუქტურა.

 

მესამე ხაზს მატარებლების შემადგენლობით მოემსახურება ელ. დეპო „ნაძალადევი“, რისთვისაც პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს მესამე ხაზიდან მეორე (,,სადგურის მოედანი 2’’ - ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი’’) ხაზზე გადასვლის შესაძლებლობა, საიდანაც მოძრავი შემადგენლობა შეძლებს გადასვლას ,,ელ. დეპო ნაძალადევში’’ (,,წერეთელი’’ - ,,ელ. დეპოს’’ დამაკავშირებელი გვირაბის საშუალებით).

ასევე საპროექტო მეტროსადგურებზე „დიდუბე 2“ და „რუსთაველი 2“ უნდა მოეწყოს სამანევრო ჩიხები“, - ვკითხულობთ დოკუმენტებში.

აღსანიშნავია ისიც, რომ მესამე ხაზის საორიენტაციო სიგრძე 8.5 კმ იქნება, სადგურების რაოდენობა კი 7, კერძოდ ესენია:

  • დიდუბე 2;
  • გამოფენა;
  • სამედიცინო უნივერსიტეტი 2;
  • ცენტრალური პარკი;
  • ვაკის პარკი;
  • ვაკე;
  • რუსთაველი 2.

ტექნიკური დავალების თანახმად, პროექტის განხორციელების/დასრულების საორიენტაციო ჯამური ვადა 7 წელს შეადგენს. დოკუმენტის სახით, 2025 წელი პროექტისთვის ბიუჯეტი გამოყოფილი არ არის. ამასთანავე, მომდევნო წლებში დამკვეთი შემდეგი მოცულობის თანხის გადახდას გეგმავს:

  • 2026 წელი: არაუმეტეს 40 მლნ აშშ დოლარი;
  • 2027 წელი: არაუმეტეს 70 მლნ აშშ დოლარი;
  • 2028 წელი: არაუმეტეს 70 მლნ აშშ დოლარი.

mesame-xazi-1744031656.jpg

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის