USD 2.6047
EUR 2.9576
RUB 3.1039
Tbilisi
ექიმი ჯამბულ მაკარიძე - კარანტინიდან დანახული კორონავირუსი
Date:  2260

ექიმი ჯამბულ მაკარიძე სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს, სადაც აღწერს მის თავგადასავალს იტალიიდან საჩხერის კარანტინამდე:
"სამოთხიდან ჯოჯოხეთში
(მონოლოგი)
სათაური გაზვიადებული არ გეგონოთ..
ამჟამად ვიმყოფები საჩხერის ერთ-ერთ სასტუმროში, სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ  უკიდურესად გაბრაზებული იმ ტრაგი-კომიკური სიტუაციის გამო, რაშიც  აღმოვჩნდი.
მოკლედ, 1 მარტს გავემგზავრე კოლეგებთან ერთად ხმელთაშუა  ზღვის კრუიზზე. 1-წლიანი უშვებულებო შრომის შემდეგ ჩემთვის ეს იყო  საუკეთესო შანსი დასვენებისთვის. თბილისი-კიევი-რომის რეისით ჩავფრინდით  რომის აეროპორტში, სადაც მხოლოდ ჩვენთვის შეკვეთილი ავტობუსით პირდაპირ  მივადექით საკრუიზო სუპერთანამედროვე გემს "გრანდიოზა" , რითაც 1 კვირის  განმავლობაში შევედით ესპანეთის და საფრანგეთის რამდენიმე პორტში. კორონას  გამო გემზე იყო ყველაფერი ისე ორგანიზებული, რომ ეპიდსაშიშროების რისკი  თითქმის არ არსებობდა. 8 მარტს დილით დასრულდა დაუვიწყარი კრუიზი და ჩვენ  იგივე ავტობუსით გავემგზავრეთ რომის აეროპორტში, საიდანაც 2 საათში  გავფრინდით კიევში. რომის და კიევის აეროპორტებში იშვიათად ნახავდით  ნიღბიანს, თუმცა მრავლად იყო სადეზინფექციო ყუთები და ჩვენც ხშირად  ვიმუშავებდით ხელებს.
9-ში ღამის 2 სთ-ზე დავეშვით მშობლიურ თბილისის აეროპორტში და...
ახლა იწყება არდავიწყება.
სასაზღვრო კონტროლის ქალბატონმა მარჯვენა საჩვენებელი თითი 90°-ით მიატრიალა  მარჯვნივ და მითხრა იქეთ წადიო. მივხვდი, რატომაც, მაგრამ მე, როგორც  კანონმორჩილ მოქალაქეს ზედმეტი კითხვა არ დამისვამს და გავეშურე იქ, სადაც  უკვე დამხვდნენ ასევე კანონმორჩილი ჩემი კოლეგა-მეგობრები, უკვე შეწუხებული სახეებით.
თერმოკონტროლის შემდეგ იქ მყოფმა ე.წ. ეპიდსამსახურის  წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ჩვენ კარანტინში უნდა წავსულიყავით, ვინაიდან რომის აეროპორტის ჰაერი ჩავისუნთქეთ . არანაირი ეპიდანამნეზი მათ არ  შეუკრებიათ, ჩვენი არგუმენტაცია არც კი გაუაზრებიათ. იძულებული გავხდით  გაგვემართა კამათი და მოვითხოვეთ პასუხისმგებელ პირთან (ეპიდემიოლოგთან)  შეხვედრა, რაზედაც გვითხრეს, რომ ძინავსო!..
ჩვენს ნათქვამზე, რომ  არსად ევროპაში და არც რომში ასეთი პანიკა და შეფერხება არ არისო,  გვიპასუხეს, რომ მაგათ რომ არ იციან ეს რა ვირუსია, იმიტომ ჭირთო. იქვე იყო სადეზინფექციო ბოთლი, ხელის დასამუშავებლად რომ მივედი, ცარიელი  აღმოჩნდა!!
საქმეში ჩაერთო 1-2 თოფიან-ფორმიანი დოქსოპულო, თუმცა  ჩვენი წინააღმდეგობის მერე გვთხოვეს აეროპორტის ეზოში არსებულ კარავში  გადავსულიყავით და დავლოდებოდით დილას, როცა ეპიდემიოლოგი გაიღვიძებდა და  შესაძლო იქნებოდა სახლებში თვითიზოლაციის შეთანხმებაზე საუბარი. გადავედით  კარვებში.
ჩვენ ვიყავით 13, მათგან 12 -ექიმი. კიდევ დაგვემატა 3  ადამიანი, რომლებიც ასევე იტალიიდან მოდიოდნენ. ერთმა მათგანმა უთხრა, რომ  ყელი მტკივაო და გამოსაკვლევად წამიყვანეთო, მაგრამ ნურას უკაცრავად,  ზემოდან სხვა დავალება გვაქვსო, თან დააყოლეს, რას მიდიოდი იტალიაშიო!..
ჩვენს მოთხოვნაზე, რომ ჩვენი თანხით ჩავიტარებდით ანალიზს და მერე მაინც გადავიდოდით სახლის თვითიზოლაციაზე, ასევე უარი მივიღეთ!
ჩემთვის უკვე ცხადი იყო, რომ "ზემოთ" იმპერატიულად გადაწყვიტეს რაც შეიძლება მეტი  ადამიანის იზოლირება საავადმყოფოებში ან სასტუმროებში. თუ რატომ, ერთად  ვიფიქროთ (მე ვიცი)..

12 საათის განმავლობაში ჩვენ ვიმყოფებოდით კარავში და მიმდებარედ, არანაირი  კომუნიკაცია ე.წ. ეპიდსამსახურს ჩვენთან არ ჰქონია, მხოლოდ პატრული და  დაცვის სამსახური იდგა შორიახლოს. ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ ჩვენი ფულით  საკვები მოეტანათ, ვინაიდან 1 ადამიანი იყო დიაბეტიანი, რაზეც 12 ექიმს  გვიპასუხეს, ექიმს მოგიყვანთო.
ბოლოს მოვიდა ერთერთი თეთრხალათიანი  და მოიტანა ხელშეკრულებები, სადაც ჩვენივე ხელით ჩავწერეთ, რომ თანახმა  ვიყავით 2 კვირიან თვითიზოლაციაზე საკუთარ სახლებში. მეც გავიმზადე ბინა,  სადაც ამჟამად უმცროსი ვაჟი ცხოვრობს (შეშინებულმა სასწრაფოდ დატოვა  იქაურობა).
მოვიდა 2 ა/მანქანა და გვითხრეს, 1-2 საათით დაავადებათა  კონტროლის ცენტრში გაგსინჯავენ და მერე გადახვალთო სახლში. უკვე საეჭვო  იყო, მაგრამ კარავი აღარ გვინდოდა..
ბარგი-ბარხანით 2 მინივენი  გაეშურა ასათიანზე, წინ მიდის პოლიცია, კატასტროფული სიჩქარით და  სირენებით, თითქოს ატომური მუხტი გადაადგილდება, რამდენიმე საავარიო  სიტუაციაც შეიქმნა, მაგრამ გადავრჩით. ასე ამოვყავით თავი იმ შენობაში.  პირობები 0, მაგრამ კარავს ჯობდა.
2 საათის შემდეგ, ჩემთან შემოვარდა ეკიპირებული დოქსოპულო და მეუბნება, სასწრაფოდ საჩხერეში მივდივართო..  ჩემს ყვირილზე, რომ გიჟები ხართ-მეთქი, მიპასუხა: პრემიერის ბრძანებააო..  ანუ დაადასტურა მათი შეურაცხადობა და მთხოვა გავყოლოდი.
ქვემოთ რომ  ჩავედი, კამონმორჩილი ჩემიანები უკვე ისხდნენ ფორდის ტიპის "რაფში". ყველას სახეზე ეწერა დაბნეულობა და სასოწარკვეთა, გამოწვეული ასეთი მანქურთული  შეურაცხყოფით!..
მიქრის "კანარეიკა" შუა თბილისში, უწყვეტი სირენით,  დაუშვებელი სიჩქარით და დარღვევებით, კუდზე აზის "ატომით" დამძიმებული  ფორდის რაფი. მძღოლი ეკიპირებულია, უსწორო გზაზე ისე გვანჯღრევს, რომ  იძულებული ვარ შენიშვნა მივცე.. მანქანის ფანჯრებს იზოლაცია არა აქვს,  მაღალ სიჩქარეზე ცივი ქარი ქრის და პოლუპატიმრებმა ქურთუკები მოვიხურეთ  მხრებზე.
ჩავედით საჩხერეში, სასტუმროს ეზოში შემხვედრი ეკიპირებული მამაკაცის პირველი სიტყვებია: არ ჩამოხვიდეთ!!!
ჯერ წყვილები (ცოლ-ქმარი, დედა-შვილი) ჩავიდნენ, მერე კენტები..
აქ კარგი ადამიანები ჩანან, მაგრამ ეტყობათ, რომ ისინიც პანიკაში და გაუგებრობაში არიან.
ამრიგად, "ჯანმრთელი პაციენტები" ვიმყოფებით საჩხერეში.
მთავარი კითხვა: 1) რატომ არ შეიძლება საკუთარი ხარჯით საეჭვო დაავადების კვლევა?
2) რატომ არ შეიძლებოდა ჩვენი გადაყვანა სახლის პირობებში თვითიზოლაციაში?
3) ტყუილები გენეტიკაში გაქვთ თუ მართლა პრემიერმა დაგავალათ?!
4) რა დონის ეპიდსამსახური გყავთ აეროპორტში? ჩლუნგები და მონები, ეპიდანამნეზის ნორმალურად შეკრება არ იციან..
5) თუკი მართლა ზრუნავთ კორონას პრევენციაზე, რატომ არ გაესაუბრეთ  კიევი-თბილისის დანარჩენ მგზავრებს, რომლებიც ჩვენს ირგვლივ იყვნენ? იქნებ  გადავდეთ ინფექცია?!
6) რატომ ატარებთ იმ 3 ადამიანს ჩვენთან ერთად,  მათ ხომ სხვა ეპიდანამნეზი აქვთ? პირიქით, იქნებ ჩვენ (13 ადამიანი) ვართ  მათთვის საფრთხე?
7) ჩვენ რა გარანტია გვაქვს, რომ ამგვარ ტრანსპორტში ან სასტუმროში არ დაავვადდებით?
რატომ ავალებთ პატრულს ასეთი დემონსტრაციული "ჯირითით" ატარონ ადამიანები?! ამით უკვე წამხდარ ავტორიტეტს აღუდგენთ?!
9) ვინ აგვინაზღაურებს 2-კვირიანი იძულებითი უმუშევრობით მოყენებულ ფინანსურ ზარალს?
10) რატომ უნდა წყვეტდეთ თქვენ ("ზემოთ") იმ ადამიანების ბედს და ცხოვრების  წესს, რომლებიც კარავში ყოფნისასაც ტელეფონით უამრავ პაციენტს უწევდნენ  კონსულტაციას?
11) თქვენ ოკუპანტის ტანკს ვერ ხედავთ და კორონას დაინახავთ?!
თქვენი ჯანდაცვის სისტემაზე აქ აღარ შევჩერდები, მკითხველი მეცოდება, ბევრია სათქმელი!.. გამიგრძელდა მონოლოგი..
და ბოლოს, ყოველგვარი სენტიმენტის გარეშე: დღეს 10 მარტია, ჩემი მეუღლის  გარდაცვალებიდან 16 წლისთავი. პირველად ვერ შევძელი საფლავზე მისვლა..
ამის გამო მე თქვენი დედები მომიკითხია ახლოდან! (მაპატიოს წესიერმა მკითხველმა).." - წერს მაკარაძე.

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way