USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Тбилиси
ექიმი ირაკლი გოგოხია აკაკი ბობოხიძეს - ბატონო აკაკი, მინდა იცოდეთ, რომ ერთ-ერთი უნიჭო და უინტელექტო პოლიტიკოსი ხართ
дата:  1412


26 ნოემბერს, გადაცემა „რეაქციაში“ “ევროპული საქართველო”-ს წევრმა აკაკი ბობოხიძემ გააკეთა განცხადება, რომ ის არ არის აღფრთოვანებული „ექიმების მორჩილი მასით“.

 „ექიმებით აღფრთოვანებას ვერ შემოვუერთდები, ექიმი, რომელიც რისკის ზღვარზე მიდის კოვიდინფიცირებულთან, რისკავს სხვა პაციენტის სიცოცხლეს. მე ვხედავ მორჩილი ექიმების მასას. ეკიპირების ერთ კომპლექტს რომ მოგცემენ და დღემდე ხმა არ გაქვს ამოღებული, მე გმირებად იმ ექიმებს ვერ ჩავთვლი“.

აკაკი ბობოხიძის განცხადებას ექიმი ირაკლი გოგოხია გამოეხმაურა სოციალურ ქსელში და მას „ერთ-ერთი უნიჭო და უინტელექტო პოლიტიკოსი“ უწოდა. უცვლელად გთავაზობთ აკაკი ბობოხიძის განცხადების ტექსტს:

„მოგესალმებით, ჩემო კოლეგებო (ექიმებო, ექთნებო და სანიტრებო)!

მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ გმირები, იმიტომ, რომ ყოველგვარი უკუგების მოლოდინის გარეშე აკეთებთ იმ საქმეს, რაც გულით გიყვართ და ამიტომაც, ცოტა გიჟებიც კი ხართ.

მე ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ვეკითხები:
რატომ გინდა ექიმობა? მოგწონს სამედიცინო ფორმა ექიმებს რომ აცვია? მოგწონს ხალხის დახმარება? ფულის გამო? ექიმები ითვლებიან საზოგადოების გამორჩეულ ნაწილად? და ა.შ.

ყველა პასუხი არაერთგვაროვანია და ყველას თავისი მიზეზი და ინსპირაცია გააჩნია.

ყველაზე მთავარი მიზეზი, მაინც მზრუნველობის სურვილია. ჩემმა მეგობარმა, ცნობილმა ქირურგმა კახა ქუნთელიამ ერთხელ მითხრა, ექიმად არ მუშაობ, ექიმი ხარ! უბრალოდ, ამ სიტყვებით ბევრი რამის თქმა შეიძლება.

ჩვენ ექიმები, ხშირ შემთხვევაში, როდესაც ჩვენს აზრს ვაფიქსირებთ, ეს აზრი აპოლიტიკურია და ხშირ შემთხვევაში, როცა არ ვაფიქსირებთ, იმიტომ, რომ ვხვდებით, რაღაც ეტაპზე მარტო ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და აზრის დაფიქსირებას ეფექტი არ ექნება.

მე საქართველოში თითქმის ყველა რეანიმაციულ განყოფილებაში ვარ ნამყოფი და ყველა ექიმს ვიცნობ, მეამაყება მათთან მეგობრობა.

ზოგი სნაიპერია და კარგად ისვრის, ზოგი ნაკლებად კარგად, მაგრამ დღეს ყველა ისვრის და ესვრის კოვიდს და ბევრი ბრძოლის ველზე დაეცა კიდეც და უდიდეს მწუხარებას ვუცხადებ მათ ოჯახებს.

პანდემიების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვორდინგს, რასაც ლევანი რატიანი აკეთებდა და ცდილობდა, ხალხის ფსიქოლოგიაზეც ემუშავა. ყველა მისი ინტერვიუ ნახეთ და გაიხსენეთ (ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად გადავრჩებით) მაგრამ ის ძალიან დიდი პრობლემების წინაშე იდგა და დგას ახლაც. იგივე შემიძლია სხვებზეც ვთქვა.

ყველა ექიმი, დღეს ვინც არის კოვიდის მართვაში ჩართული, რომ გამოვიდეს და დაიწყოს ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი, რა დღეშიც არინ, სამჯერ მეტი ადამიანი პანიკით მოკვდება.

ვიცი, რომ ძალიან ბევრი რამ არასწორად გაკეთდა და ბევრი შეცდომა დავუშვით ექიმებმაც, ხალხმაც და მთავრობამაც, მაგრამ ექიმები?! გვაპატიოს ყველა პოლიტიკოსმა, თქვენს დაკრულზე ვერ ვიმღერებთ, ეს იქნება პოზიცია თუ ოპოზიცია.

ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ ჩვენს საქმეს, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს ირგვლივ პოლიტიკური ვითარება არ გავინტერესებს.

რატომ დაწერე ეს პოსტი? იმიტომ , რომ გუშინ ვუყურე აკაკი ბობოხიძის გამოსვლას გრიგოლიას ეთერში და გავღიზიანდი, რაც ექიმებზე ილაპარაკა.

სანამ იმას დავწერ, ამ კაცზე მე რას ვფიქრობ, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველა ჩემს კოლეგას, ამ ბრძოლისთვის და იცოდეთ გმირები ხართ.

ბატონო აკაკი, მინდა იცოდეთ, რომ ერთ-ერთი უნიჭო და უინტელექტო პოლიტიკოსი ხართ ქართულ პოლიტიკურ არენაზე და მიკვირს იმ პარტიაში, სადაც ძალიან ბევრი ინტელექტუალია, თქვენ რა გესაქმებთ.

მინდა გითხრათ, რომ ყველა თქვენი მოსაზრება ქართველ ექიმებზე მცდარია და ისინი დიახ!!! გმირები არიან და მაყუთს, როგორც განაცხადეთ, არ აკეთებენ.

ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ და არასდროს არ დაგჭირდეთ ჰოსპიტალი, მითუმეტეს კოვიდის გამო იმიტომ რომ:

5 წუთი გისმინეთ და, როგორც პროფესიონალმა ექიმმა, დიაგნოზი დაგისვით. შეგიძლიათ უფასო კონსულტაციის სახით გაითვალისწინოთ, რასაც ეხლა გეტვით.

პაციენტი აკაკი ბობოხიძე, როგორც გამოიყურებით, ასაკი 65წ., თუ უფრო ახალგაზრდა ხართ, თქვენ თავს დააბრალეთ, ასე ცუდად რომ გამოიყურებით.

ბატონო აკაკი, თქვენ გჭირთ ანენცეფალია. შესაბამისად, თქვენი თავის ტვინის მოცულობა და სხეულის მასის ინდექსის შეფარდება პროცენტულად არ ემთხვევა, ამიტომაც გამოირჩევით დაბალი ინტელექტით.

რაც შეეხება თქვენს სხვა ქრონიკულ დაავადებებს.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რომელმაც გამოიწვია თქვენს პულმონარულ სისხლძარღვოვან ქსელში წნევის მომატება, შუნტის კომპენსირების მიზნით, ჯერ ამის გამო არ ჩამოგყალიბებიათ მეორადი პულმონური ჰიპერტენზია და მარჯვენა გულის უკამრისობა.

ამიტომაც არის, რომ ლაპარაკის დროს ძალიან მალე ხმა გეკარგებათ, წითლდებით (სასუნთი ზედაპირის ნაკლებობის გამო CO2-ს სწრაფად აგროვებთ) და შიდა საუღლე ვენები გებერებათ. ეს ყველაფერი ნეგატიურ გავლენას ახდენს ასევე თქვენი თავის ტვინის მუშაობაზე. ალბათ თავბრუხვევას ხშირად განიცდით და ამიტომაც გაქვთ აზროვნების დაქვეითება (ქრონიკული ჰიპოქსიური გავლენა თავის ტვინზე) და ხშირად ბოდავთ.

ამ ყველაფრით, რაც თქვენ გჭირთ, მე ექიმებს არ შევუტევდი. ამასაც რჩევის სახით გაძლევთ.

სამწუხაროა, რომ ამდენი წელი პოლიტიკაში ხართ და სინქრონული ლანძღვაც კი არ შეგიძლიათ. ქვეყნისთვის თქვენ, თქვენი უბადრუკი კარიერის განმავლობაში, რა სარგებელიც მოგიტანიათ, რეანიმაციის სანიტრის ერთ მორიგეობასაც კი არ უდრის.

მაპატიეთ, რომ მეორე ლოყა ვერ მოგიშვირეთ.

P.S. ჩემო კოლეგებო, თქვენ წარმატება ამ ბრძოლაში და აუცილებლად გავიმარჯვებთ!“

спорт
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати