USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ექიმი გიორგი გრიგოლია - მიხეილ სააკაშვილის კახექსია უფრო გაღრმავდა, უკვე ძვლების განლევაც დაიწყო
дата:  255

ეს არის კანონზომიერი, რაც მიხეილ სააკაშვილს მოსდის - წონაში კლება, კუნთების განლევა და ახლა უკვე ძვლების განლევაც დაიწყო - ვინაიდან მას ადეკვატური მკურნალობა ვერ და არ უტარდება, - ამის შესახებ სახალხო დამცველის კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა ექიმმა, გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.

„ეს არის კანონზომიერება, თუ ავადმყოფს გაუმჯობესება არ აქვს და ამას ჩვენ სექტემბრის ბოლოდან ვუყურებთ. 4 დეკემბერს, 19 თებერვალს ვნახეთ და ეს პროცესები ღრმავდება, კახექსია ღრმავდება. ეს არის კანონზომიერი, რაც მიხეილ სააკაშვილს მოსდის: წონაში კლება, კუნთების განლევა და ახლა უკვე ძვლების განლევაც დაიწყო. ეს ნელ-ნელა კანონზომიერად მიმდინარეობს, ვინაიდან მას ადეკვატური მკურნალობა ვერ და არ უტარდება“, - აღნიშნა გრიგოლიამ.

„ჩვენი კონსილიუმის დასკვნა თითქმის უკვე მზად არის, როდის გასაჯაროვდება ამას ომბუდსმენის აპარატის გადაწყვეტს. ახალი დეტალებია არის ის, რომ ღრმა კახექსია უფრო გაღრმავდა, ამ ორ-თვე ნახევარში კიდევ 6 კილოგრამი დაკლებული აქვს და ჩვენ ამ დასკვნაში ვსაუბრობთ, რა შეიძლება ასეთ კატასტროფულ კლებას მოჰყვეს. მისი სიმაღლიდან გამომდინარე კატასტროფული წონა 55 კილოგრამი არის, თუ ამ 55 კილოგრამს მიაღწევს, მერე აბსოლუტურად შეუქცევადი პროცესები დაიწყება. დღესდღეობით ჯერ 64 კილოგრამია და წონა ნახვის დროს ცოტა მეტი იყო, როგორ განვითარდება პროცესები არ ვიცით, თუ გაგრძელდა ეს კლება კატასტროფული შედეგი იქნება და სწორედ, ჩვენს ბოლო დასკვნაში ამ რისკებზე იქნება ლაპარაკი.

ჩვენ ბოლო ვიზიტის დროს სამედიცინო ბარათთან წვდომა არ გვქონდა, მაგრამ ომბუდსმენის სამსახურმა ეს ინფორმაცია მოიზიდა. ჩვენი ყველა შემდეგი ვიზიტი დაგეგმილია ომბუდსმენის სამსახურის მიერ. ალბათ, ჯერ წინა ვიზიტის დასკვნა უნდა დავდოთ და შემდეგ ალბათ, უნდა ვიფიქროთ კვლავ შედგება თუ არა ვიზიტი“, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати