USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
ექიმი დავით გადელია: - „წმინდანებად ვსახავთ დაღუპულ, სინამდვილეში გაუბედურებულ ახალგაზრდებს“
თარიღი:  1864

თერჯოლის სოფელ ძევრში 11 წლის ბიჭი მამამ სიკდვილამდე მიიყვანა, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზარელ ტრაგედიას ეხმაურება.ექიმი მოუწოდებს საზოგადოებას და მედიას, რომ მაქსიმალურად ეცადონ არ გააჟღერონ სუიციდის ფაქტები, ვინაიდან ამით ხდება წახალისება სხვა მოზარდების:

„თვითმკვლელობა საკმაოდ რთული თემაა ფსიქიატრისთვის, მძიმეა პირადად ჩემთვის და მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.

რამდენიმე ასპექტი უნდა გამოვყოთ:

დეპრესიები. შეიძლება გამოწვეული იყოს სულით ავადმყოფობით, ნევროზებით, ე.წ. მანიაკალურ- დეპრესიული ფსიქოზით, რაიმე რეაქტიული მდგომარეობით.

მინდა ყურადღება გავამახვილო რეალური მიზეზით გამოწვეულ აფექტზე, რეაქტიულ დეპრესიაზე, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს: ხანგრძლივი ფიზიკური, გაუსაძლისი ტკივილი; ძლიერი იმედგაცრუება (უიმედობა); ღირსების შელახვა; რელიგიური მოტივები...

სხვადასხვა ქვეყნები, კულტურები - ან იგივე ქვეყნებში სხვადასხვა დროს, განსხვავებული იდეოლოგიის ბატონობისას განსხვავებულად უყურებენ თვითმკვლელობის საკითხს.

ზოგადად, ადამიანთა ქცევა, თუნდაც ასეთი-თვითგანადგურების აქტისას, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ამ ადამიანის გარემოზე, კულტურაზე, იდეოლოგიებზე. მოგეხსენებათ, რომ ზოგ ხალხში წახალისებულიც კი იყო ეს აქტი. იაპონიაში ლამის ღირსების პიკადაა მიჩნეული. ძველ რომში, ძველ საბერძნეთში ჩვეულებრივი ამბავი, თავისი რიტუალით (სხვათა შორის, რომში მიღებული იყო co-თი თავის გაგუდვა) - ქრისტიანობის მიღების შემდეგ, უდიდეს ცოდვად ითვლებოდა.

ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი ძალიან მგრძნობიარეა იმის მიმართ, თუ რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას თვითლიკვიდაციისადმი. განსაკუთრებით მოზარდების ფსიქიკაა "დამჯერე", უაპელაციოდ მიმღები, გაბატონებული მოდის- ტანსაცმელი იქნება ის, პროფესიის არჩევა, თუ თვითმკვლელობა. ძალიან ბევრი მაგალითია იმისა, როგორ ხდებოდა თვითმკვლელობები სერიული, გადამდები, ევროპულ და აზიურ ქალაქებში (განსაკუთრებულად, პარიზში, ბერლინში..).

ამიტომ, თუ იმას ვერ ვაკეთებთ, რომ ახალგაზრდა რელიგიურად აღიზარდოს, თმენით, იმედით და რწმენით შეხვდეს გასაჭირს - ასეთი სიხშირით მაინც ნუ გამოვფენთ ყველა შემთხვევას, როცა ლამის გმირებად, წმინდანებად ვსახავთ დაღუპულ, სინამდვილეში - გაუბედურებულ ახალგაზრდებს. ამით ძალიან ცუდისკენ ვუბიძგებთ ლაბილური ფსიქიკის მქონე ადამიანებს!

რაც შემეძლო შევამოკლე დიდი სათქმელი, იმ იმედად, რომ ბევრმა წაიკითხოს“ - წერს დავით გადელია.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის