USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
ექიმი ანასტასია ვასილევა რუსეთში არსებულ საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობს
дата:  1632

მაშინ როდესაც მთელს მსოფლიოში  კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდება და ბოლო მონაცემებით ახალი ვირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 532 000-სს გადააჭარბა, ფართო საზოგადოების გაოცებას იწვევს რუსეთში დაავადებულთა და გარდაცვლილთა უჩვეულოდ დაბალი სტატისტიკა. 145 მილიონიან ქვეყანაში, რომელსაც 4200 კილომეტრიანი საზღვარი აქვს ჩინეთთან, ოფიციალურად მხოლოდ 3 გარდაცვლილი და 840 ინფიცირებულია.

იმ ფონზე, როდესაც ნავთობის ფასი რეკორდულად ეცემა, ხოლო რუბლი ყოველდღიურად უფასურდება, რუსეთისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავიდან აიცილოს პანიკა და ეკონომიკის სტაგნაცია.

ანასტასია ვასილევა, რუსეთის ჯანდაცვის მუშაკთა პროფესიული გაერთიანება „ექიმთა ალიანსის“ ლიდერი, ერთ-ერთია, ვინც ღიად საუბრობს რუსეთში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.

„თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მაქვს განცდა, რომ ჩვენ ყველას, სრულ იდიოტებად გვთვლიან. ხელისუფლებასარაფრად  უღირს  ექიმების, რიგითი ადამიანების სიცოცხლე, მხოლოდ საკუთარი ამბიციები და ფინანსური კეთილდღეობა ადარდებს.

სულ მაინტერესებს, კიდევ რამდენ ხანს  ავიტანთ ამ ტყუილებს და შეურაცხყოფას, რომელიც ყოველდღიურად გეომეტრული პროგრესიით იზრდება. 

ბოლო 20 წლის მანძილზე  ჩვენს ქვეყანაში დაიხურა  7000-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება, 30 000-ზე მეტი ექიმი თუ ექთანი დაითხოვეს სამსახურიდან; მათ შორის  სტრატეგიულად მნიშვნელოვანი  ინფექციური პროფილის და სანეპიდსადგურის ექიმები.

ახლა კი, ამ  გლობალური და მართლა სერიოზული პანდემიის ფონზე, ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ყველაფერი "კონტროლის ქვეშაა.“  (თან ყურადღება მიაქციეთ, სობიანინი, პუტინი და მუშუსტინი გვარწმუნებენ, ხოლო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები- პოპოვა, მურაშკო და სხვები დუმილს ინარჩუნებენ).

1. ჩვენ გვაქვს ცოტა კორონავირუსის შემთხვევა - მაგრამ  გვაქვს ბევრი  პნევმონია და ამიტომაც მასიურად  ვუცვლით საავადმყოფოებს პროფილს, ხოლო სამშობიარო სახლი # 8  -ს თანამშრომლებმა, ასე განსაჯეთ,  თავად შესთავაზეს ქვეყანას დახმარება და პროფილის შეცვლა.


https://rg.ru/2020/03/14/reg-cfo/korpus-roddoma-v-moskve-pereoboruduiut-dlia-priema-bolnyh-s-koronavirusom.html

პაციენტები კვდებიან არა კორონავირუსით, არამედ თრომბოემბოლიით ან სისხლჩაქცევით.


სერიოზულად ფიქრობენ, რომ ჩვენ ყველა ისეთი სულელები ვართ, რომ 2+2 არ ვიცით რამდენია? არ ვიცით, რომ კორონავირუსი სწორედ პნევმონიას იწვევს, ხოლო მათ შეუძლიათ ასე უტიფრად შეცვალონ დიაგნოზი, რადგან სინამდვილეში თვითონაც წარმოდგენა არ აქვთ როდის აქვთ საქმე კორონავირუსთან და როდის არა?

და უტიფრობის მწვერვალად მომეჩვენა ჯანდაცვის დეპარტამენტის განმარტება რიგების შესახებ  მე-2 ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც თურმე რიგები გამოიწვია საავადმყოფოდან გაწერის მსურველ პაციელტთა სიმრავლემ.


https://ria.ru/20200321/1568954791.html


როგორც ჩანს, ჩვენ ყველა მართლა იდიოტები ვართ, თუკი მათ  შეუძლიათ საავადმყოფოებში ჰოსპიტალიზაციის მსურველთა ასეთ საგანგაშო რაოდენობას  ასეთი  ახსნა მოუძებნონ. მაშინაც კი, თუ ასეთი მეთოდენით ისინი ცდილობენ „პნევმონიათი“ დაავადებული პაციენტებისთვის ადგილის გამოთავისუფლებას.

2. ტესტები, თავდაცვის საშუალებები და ექიმები ჩვენს ქვეყანაში უზომოდ ბევრია, რომ გვესაჭიროება იმაზე მეტი. მზად ვართ იტალიასაც კი დავეხმაროთ ექიმებით და თავდაცვის საშუალებებით.

https://www.rbc.ru/rbcfreenews/5e76871b9a79477a7880cd15


ეს ყველაფერი ვისთვის კეთდება?  ზოგიერთი უგუნური პოლიტიკური ლიდერის  ამბიციების დასაკმაყოფილებლად, რომლებლაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ფაქტობრივად მოშალეს?

და მე არ მტოვებს განცდა, რომ ჩვენ ყველას სრულ იდიოტებად გვთვლიან და ამასაც გადავყლაპავთ, რომც დავიხოცოთ ექიმების და თავდაცვის საშუალებების დეფიციტის გამო, მთავარია ჩვენი „კარგი და კეთილი“ ხელისუფლება წარმოჩინდეს  სათანადოდ საერთაშორისო არენაზე.

ხო, ნიღბებსაც გავაგზავნით ჩინეთში, სადაც დაამზადეს ეს ნიღბები თავის დროზე.


https://www.rbc.ru/rbcfreenews/5e3da5839a794771782cc949

ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ ჩვენს  ექიმებს, რომლებსაც რეალუარად არა აქვთ თავდაცვის საშუალებები, მაგრამ ისინიც „გადაყლაპავენ“ ამას, დაიხოცებიან, მაგრამ დუმილს არ დაარღვევენ.

ამ ფონზე ვხედავთ, რო ქვეყნის მასშტაბით ექიმების მობილიზაციაა გამოცხადებული, მათ შორის ორდინატორების.

 https://vk.com/wall-25483167_6961


ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ კორონავირუსის სწრაფი დიაგნოსტირება ვერ ხერხდება.

https://codastory.com/ru/disinfo/russia-coronavirus-mistrust-2/ 

მიუხედავად დაპირებისა, რომ 2-4 საათში დიოგნოსტირება შესაძლებელი იქნებოდა. ეს მეტყველებს, რომ 146 მილიონ მოსახლეზე გათვლილი ხარისხიანი ტესტები არ გვაქვს

https://www.interfax.ru/russia/699135

3. და კიდევ უბრალოდ სამარცხვილოა ჯანდაცვის დეპარტამენტის რეკომენდაციები მედიკამენტებთან დაკავშირებით, არ შეიძლება ასეთ სიტუაციაში  ფულის კეთება. მაგრამ ჩვენ ხომ იდიოტები ვართ და ამასაც მოვითმენთ.

https://twitter.com/DrAnastasy/status/1241375499424804866?s=20

თუ სხვა ქვეყნების სტატისტიკას შევხედავთ, ნამდვილი ჯოჯოხეთი აპრილის ბოლოსთვის  გველოდება.

და თუ ჩვენ ყველა ამ საზიზღარ უტიფრობას მშვიდად ავიტანთ, მშვიდად მოვისმენთ ტყუილებს და არ მოვითხოვთ ექიმების სათანადოდ აღჭურვას, ეპიდემიას ჩვენს ქვეყანაში, მართალია ყველანაირად დამალავენ, მაგრამ სერიოზული მსხვერპლი მოყვება პირველ რიგში მედიკოსებს შორის, ასევე ჩვენს მშობლებს და ბებია-ბაბუებს შორის.

ყველას მოგიწოდებთ დაარღვიოთ დუმილი და მოვითხოვოთ, დაჟინებით მოვითხოვოთ ჩვენი ექიმებისათვის მარლის ნიღბების მაგივრად სრულფასოვანი დაცვის საშუალებები.

-მოვითხოვოთ ჯერ ჩვენი მოსახლეობა უზრუნველყონ ხარისხიანი და სწრაფი ტესტებით, თუნდაც ამას სიამაყის გრადუსის დაწევა და ჩინეთიდან ან სამხრეთ კორეადან მათი შესყიდვა დასჭირდეს.


-მოვითხოვოთ სწორად მართონ პაციენტთა ნაკადები, საეჭვო და ინფიცირებული პაციენტები მოათავსონ ცალ-ცალკე, ბოქსირებულ განყოფილებებში.

მოვითხოვოთ არ დატოვონ მოსახლეობა გაურკვევლობაში და არ შეუწყონ ხელი პანიკის დათესვას, პანიკა მხოლოდ გაამწვავებს სიტუაციას. გულახდილად აუხსნან მოსახლეობას სიტუაცია, დადონ ქცევის ალგორითმები, გაითვალისწინონ მსოფლიოს პრაქტიკა და დასახონ სწორი პრიორიტეტები- მოსახლეობის სიცოცხლის და არა ფინანსური თუ სხვა პოლიტიკური ინტერესების დასაცავად.
 -დიახ, ეს დაარტყამს ბიზნესს, მაგრამ შეუძლია ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოს“.- წერს ვასილევა სოციალურ ქსელში.

 

წყარო: https://www.facebook.com/DoctorAnastasy/posts/2948805498564273

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати