ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი გამკაცრდება - ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათშორისმა კომისიამ მიიღო. მკაცრი ზომების გატარება გარდაბანში არსებულმა ეპიდვითარებამ გამოიწვია.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, ბაზრებსა და ბაზრობებზე კიდევ უფრო გამკაცრდეს კონტროლი, კიდევ უფრო გამკაცრდეს პროცესი, იქ კი, სადაც მწვავე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ინტენსიურ ფაზაში გადავიდეს თერმოსკრინინგი, შესაძლო სიმპტომების მქონე ადამიანები მყისიერად იქნენ გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებებში, ჩაუტარდეთ მათ ტესტები. ყველა ეს ღონისძიება, რომელიც დღეს იქნა მიღებული და რომელიც კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება მუნიციპალიტეტსა და აღნიშნულ ბაზრობებზე, მიზნად ისახავს მეტ კონტროლს, რომ რაიმე უფრო გართულებისკენ არ წავიდეს“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.