USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
ეპიდემიოლოგები ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველოში დღეში 3-4 ათას კოვიდინფიცირებულს პროგნოზირებენ
Date:  445

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეპიდემიოლოგების პროგნოზზე ისაუბრა.

მისი თქმით, ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველოში დღეში 3-4 ათას კოვიდინფიცირებულს ვარაუდობენ.

„ხვალ გვექნება ჩვენი განახლებული პროგნიზები. დაახლოებით 3 სხვადასხვა მათემატიკურ მოდელს ვიყენებთ და დღეში ალბათ 3-4 ათასი შემთხვევა იქნება“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში 8-9 ათასი ტესტი ტარდება.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way