USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ენტონი ფაუჩის თქმით, დონალდ ტრამპის საარჩევნო რეკლამაში მისი ფრაზა კონტექსტიდან ამოვარდნილია
дата:  829

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის განცხადებით, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო რეკლამაში მისი ფრაზის გამოყენებაზე მას ნებართვა არ მიუცია. ამის შესახებ ენტონი ფაუჩიმ CNN-ს განუცხადა.

ამასთან, როგორც ის ამბობს, მისი ფრაზა კონტექსტიდან ამოვარდნილია. „თითქმის 5-წლიანი სახელმწიფო სამსახურის განმავლობაში მე არც ერთხელ საჯაროდ მხარი არ დამიჭერია არც ერთი პოლიტიკური კანდოდატისთვის. ჩემი ნებართვის გარეშე სარეკლამო კამპანიაში გამოყენებული სიტყვები კონტექსტიდანაა ამოვარდნილი იმ განცხადებიდან, რომელიც რამდენიმე თვის წინ გავაკეთე და სადაც პანდემიასთან ბრძოლაში ფედერალური ხელისუფლების ძალისხმევაზე ვსაუბრობი“- განამარტა ენტონი ფაუჩიმ.

დონალდ ტრამპი ფაუჩის განცხადებას უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიტყვები ნამდვილად ქვეყნის მთავარ ეპიდემიოლოგს ეკუთვნის.

გასულ კვირას გამოქვეყნებულ რეკლამაში საუბარია დონალდ ტრამპის პერსონალურ და ასევე, მისი ადმინისტრაციის მცდელობებზე კორონავირუსული ინფექციის დამარცხების მიმართულებით. 30 მონაკვეთში ფაუჩის ციტატები იმგვარად არის გამოყენებული, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტს აქებს.

„მე ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმეს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია“, - ამბობს ენტონი ფაუჩი რეკლამაში

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати