USD 2.6693
EUR 3.1079
RUB 3.7655
Tbilisi
ენტონი ფაუჩი - კორონავირუსზე გამარჯვება ნაადრევია
Date:  1019

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ამერიკელებს შეუძლიათ იზეიმონ ის, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა, თუმცა კორონავირუსზე გამარჯვება ნაადრევად არ უნდა გამოაცხადონ.

”უბრალოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ და გამარჯვება ნაადრევად არ გამოვაცხადოთ,“- აღნიშნა ფაუჩიმ.

მისი თქმით, ჯერ კიდევ მილიონობით ადამიანი არავაქცინირებულია.

„ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს დაახლოებით 68 მილიონი ადამიანი, რომლებსაც არ გაუკეთებიათ აცრა. თუ არ ხართ აცრილი, დაფიქრდით იმაზე, რომ ვაქცინაციით იცავთ საკუთარ თავს, თქვენს შვილებს, თქვენს ოჯახს და საზოგადოებას,“- აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

კითხვაზე, როდის იქნებიან ვაქცინირებული მოქალაქეები პირბადეების გარეშე დახურულ სივრცეში უსაფრთხოდ, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორმა უპასუხა, რომ ამისთვის საჭიროა შემთხვევების კიდევ უფრო შემცირება.

„შემთხვევების შემცირების მიუხედავად, დაინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი ბოლო 7 დღის განმავლობაში დაახლოებით 95 000-ია. ეს ჯერ კიდევ მაღალია. გვსურს კიდევ უფრო შემცირება. ვგულისხმობ, რომ 10 000-ს ჩამოსცდეს, ბევრად დაბლაც კი,“- აღნიშნა ფაუჩიმ.

society
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
 ამა წლის 29 მაისს, საკოლექციო მონეტის გამოშვებასთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, რომელმაც მის უწმინდესობას მონეტის კონცეფცია და შინაარსი გააცნო. მონეტის დიზაინზე ეროვნული ბანკი საპატრიარქოსთან ერთად იმუშავებს.
 გადაწყვეტილება საკოლექციო ოქროსა და ვერცხლის მონეტების გამოშვების თაობაზე ეროვნულმა ბანკმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წინადადების გათვალისწინებით მიიღო. კომისიის თანათავმჯდომარეები არიან კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way