USD 2.6946
EUR 3.1734
RUB 3.5344
Tbilisi
ენტონი ფაუჩი - აშშ კორონავირუსის გამო, კვლავ სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას
Date:  923

„ერთადერთი გზა ეპიდემიის დასასრულებლად, მისი ერთობლივად დასრულებაა. თქვენ გაქვთ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, თუმცა კორონავირუსის მოწყვლად პირებზე გავრცელების შეჩერების საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაც გაქვთ, იმიტომ, რომ თუ გვსურს ეს ეპიდემია შევაჩეროთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ პროცესის ნაწილი ვართ“, - განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ.

მისივე თქმით, შემთხვევების ზრდის მიზეზი შესაძლოა ყველაფერი იყოს, მათ შორის ზოგიერთი რეგიონის მიერ შეზღუდვების დროზე ადრე მოხსნა და მოქალაქეების მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული მითითების არასათანადოდ შესრულება. 

აშშ-ის რამდენიმე შტატში, მატ შორის აიდაჰოს, ალაბამის, არიზონის, ვაიომინგის, ჯორჯიის, კალიფორნიის, მისისიპის, მისურის, ნევადის, ოკლაჰომის, ტენესის, ტეხასის, ფლორიდისა და სამხრეთ კაროლინის შტატებში, ბოლო კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ეპიდემიის გავრცელების დროიდან დღემდე, საერთო ჯამში, ქვეყანაში დაინფიცირდა სულ მცირე 2.48 მილიონი და დაიღუპა 125 000-მდე ადამიანი.

World
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way