USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
ენტონი ფაუჩი - 2022 წლამდე ნორმალურ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდებით
дата:  905

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ "ძალიან დარწმუნებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გვექნება", ნორმალურ ცხოვრებას შესაძლოა, 2022 წლამდე ვერ დავუბრუნდეთ.

”თუ ვაქცინაციის კამპანიას ჩავატარებთ და 2021 წლის მეორე ან მესამე კვარტალში ჩვენ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ავცრით, ვფიქრობ, 2021 წლის ბოლომდეც ან ალბათ, სულაც შემდეგი წლის დასაწყისამდე შესაძლოა, ვერ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას",- აღნიშნა მან.

ამასთან, ფაუჩიმ აღნიშნა, რომ პოლიტიკურმა დაყოფამ და ეკონომიკური დანაკარგების შიშმა გავლენა მოახდინა ქვეყნების ქმედებებზე.

"რეკომენდაციები ყველას ერთნაირად რომ შეგვესრულებინა, ვფიქრობ, რომ ჩვენ იმ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით, სადაც ახლა ვართ”,- დასძინა მან.

მისივე თქმით, ნიღბების ტარების გამო ხალხს დასცინოდნენ.

ფაუჩის განცხადებით, მტკივნეულია იმის ყურება, როგორი განხეთქილება გამოიწვია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებმა.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати