USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
ენტონი ბლინკენი საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ - ამას 2014 წლის ავისმომასწავებელი ელფერი დაჰკრავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიასა და რეპრესიებს
Date:  883

აშშ ეუთო-ს მრავალი წევრის შეშფოთებას იზიარებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამას 2014 წლის ავისმომასწავებელი ელფერი დაჰკრავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიასა და რეპრესიებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ევროპასთან მჭიდრო კავშირის გზაზე დარჩენის მოწოდებით გამოდიან, კერძოდ, ჟურნალისტებზე თავდასხმებისა და მათი დაკავებების შესახებ ცნობებს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მისივე თქმით, წელს ეუთო ათეულობით არჩევნებს დააკვირდა, მათ შორის აშშ-ში და ორგანიზაციის შეფასებები ოქროს სტანდარტად ითვლება.

„ეუთო-მ დაადასტურა, რომ რუსეთის ჩარევის მიუხედავად, მოლდოვაში არჩევნების მეორე ტური კარგად იყო ადმინისტრირებული. ახლა რუმინეთის ხელისუფლება რუსეთის ფართო და კარგად დაფინანსებულ ძალისხმევას ავლენს. ამავდროულად, საქართველოში დამკვირვებლებმა ნათელი მოჰფინეს შემაშფოთებელ ცნობებს ამომრჩეველთა დაშინებისა და მმართველი პარტიის მცდელობების შესახებ, რომ გარემო მის სასარგებლოდ გამოეყენებინა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ენტონი ბლინკენმა ეუთო-ს მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა.

„ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებები ხაზს უსვამს ეუთო-ს მუშაობის მნიშვნელობას სამოქალაქო საზოგადოების, პრესის თავისუფლების, ჟურნალისტების, ანტიკორუფციული აქტივისტებისა და უფლებადამცველების დაცვის გაძლიერების მიზნით“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way