USD 2.7075
EUR 3.1402
RUB 3.3462
თბილისი
ენტონი ბლინკენი საქართველოს არჩევნებზე - ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას
თარიღი:  484

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, აღვნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და სპორადული ძალადობის შესახებ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.

ბლინკენი ხაზს უსვამს, რომ არჩევნებში ამომრჩევლების აქტივობა ცხადყოფს დემოკრატიასთან ქართველი ხალხის სიახლოვეს.

„თუმცა, საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ წინასაარჩევნო გარემო აღინიშნა მმართველი პარტიის მიერ საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით, რამაც ხელი შეუწყო არათანაბარ გარემოს და ძირი გამოუთხარა საზოგადოების და საერთაშორისო ნდობას სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები შეთანხმდნენ, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, აღვნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და სპორადული ძალადობის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბლინკენი ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნების შედეგი თავისუფალი და სამართლიანი იყო.

„საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ შედეგი თავისუფალი და სამართლიანი იყო. ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ყველა ცნობის სრული გამოძიების შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის