USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ენტონი ბლინკენი: მიმდინარე კვირიდან დაწყებული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია სავსებით შესაძლებელია
თარიღი:  578

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირიდან დაწყებული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია სავსებით შესაძლებელია.

„მიმდინარე კვირიდან დაწყებული აგრესიის აქტი სავსებით შესაძლებელია, თუ გადავხედავთ რა ხდება უკრაინის მიმდებარე რაიონებში, სადაც რუსული ძალების განლაგებას ვხედავთ“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა France 24-თან ინტერვიუში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთი დღესაც იყენებს იმ ინსტრუმენტებს, რომელსაც წარსულში იყენებდა, მათ შორის პროვოკაციების განხორციელება, რათა წინასწარ დაგეგმილი ინტერვენცია გაამართლოს.

„პრეზიდენტმა პუტინმა ყველა პირობა შექმნა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განსახორციელებლად. უკრაინის გარშემო უფრო და უფრო მეტ რუსულ ძალებს ვხედავთ: 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი. ეს უკიდურესად შემაშფოთებელია. პრეზიდენტ პუტინისთვის ძალიან ადვილი იქნება იმის ჩვენება, რომ ის მზადაა დიპლომატიური გზისთვის. ამის დაწყება შეიძლება დეესკალაციით, უკრაინის გარშემო მყოფი ჯარების შემცირებით. რუსეთს არანაირი საფუძველი არ აქვს ასეთი ქცევისთვის. ერთადერთი ახსნა აგრესიის მორიგი აქტია“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის