„ჩვენ გვსურს, რომ უკრაინა დარჩეს სუვერენულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც შეძლებს საკუთარი სუვერენული ტერიტორიის დაცვას, გვინდა, რუსეთი იმდენად დასუსტებული ვიხილოთ, რომ ვეღარასდროს შეძლოს ისეთი რამ, როგორიც უკრაინაში შეჭრაა“, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, უკრაინაში ვიზიტისა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან 3-საათიანი საუბრის შემდეგ, ჟურნალისტებთან. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
ბლინკენის თქმით, დარწმუნებულია უკრაინის გამარჯვებაში, თუკი ამ ქვეყანას შესაბამისი მხარდაჭერა ექნება.
„გამარჯვების პირველი ნაბიჯი არის იმის რწმენა, რომ მოგება შესაძლებელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათ [უკრაინელებს] შეუძლიათ მოიგონ, თუ მათ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა, საჭირო მხარდაჭერა და ჩვენ ვაპირებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და უკრაინაში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან ერთად ჩავიდა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.