USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ენტონი ბლინკენი: გვინდა, რუსეთი იმდენად დასუსტებული ვიხილოთ, რომ ვეღარასდროს შეძლოს ისეთი რამ, როგორიც უკრაინაში შეჭრაა
თარიღი:  783

„ჩვენ გვსურს, რომ უკრაინა დარჩეს სუვერენულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც შეძლებს საკუთარი სუვერენული ტერიტორიის დაცვას, გვინდა, რუსეთი იმდენად დასუსტებული ვიხილოთ, რომ ვეღარასდროს შეძლოს ისეთი რამ, როგორიც უკრაინაში შეჭრაა“, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, უკრაინაში ვიზიტისა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან 3-საათიანი საუბრის შემდეგ, ჟურნალისტებთან. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ბლინკენის თქმით, დარწმუნებულია უკრაინის გამარჯვებაში, თუკი ამ ქვეყანას შესაბამისი მხარდაჭერა ექნება.

„გამარჯვების პირველი ნაბიჯი არის იმის რწმენა, რომ მოგება შესაძლებელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათ [უკრაინელებს] შეუძლიათ მოიგონ, თუ მათ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა, საჭირო მხარდაჭერა და ჩვენ ვაპირებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და უკრაინაში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან ერთად ჩავიდა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის