აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი ერთმანეთს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
შეხვედრა გაეროში ჩინეთის მისიაში გაიმართა მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა და ევროკავშირმა მიმდინარე კვირაში განაცხადეს, რომ ისინი ღრმად შეშფოთებულნი არიან Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომ რუსეთმა ჩინეთში იარაღის პროგრამა ჩაუშვა, რაც მას საშუალებას მისცემს შორი რადიუსის დისტანციური დრონები აწარმოოს და ომში გამოიყენოს.