USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
ენტონი ბლინკენი - ვიდრე ბელარუსი ევროპაში უსაფრთხოებას ძირს უთხრის, ჩვენ ლუკაშენკოს რეჟიმზე ზეწოლას განვაგრძობთ
Date:  787

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბელარუსს მიგრანტების იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ვიდრე ბელარუსი ევროპაში უსაფრთხოებას ძირს უთხრის, აშშ ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ ზეწოლის განხორციელებას განაგრძობს.

„ვიდრე ლუკაშენკოს რეჟიმი უარს ამბობს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე, სანამ ის ძირს უთხრის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში თავისი ქმედებებით, სანამ ის აგრძელებს იმ ადამიანების რეპრესიებს და შეურაცხყოფას, რომლებსაც თავისუფლებაში ცხოვრება სურთ, ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას ლუკაშენკოზე და მის რეჟიმზე,“- აღნიშნა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან ათასობით მიგრანტია თავმოყრილი, რომელიც პოლონეთში შესვლას ცდილობს. ვარშავამ, საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სასაზღვრო რეგიონში დამატებითი ძალები განათავსა. კერძოდ, ბელარუსის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშაკის ინფორმაციით, მობილიზებულია 15 000-მდე ჯარისკაცი. ევროკავშირი ბელარუსს არალეგალი მიგრანტების წახალისებაში ადანაშაულებს, რითაც, ბლოკის მტკიცებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი ცდილობს ევროკავშირს სამაგიერო გადაუხადოს იმ სანქციებისთვის, რომელიც მინსკს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დააკისრეს.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way