USD 2.8784
EUR 2.9941
RUB 2.9173
Тбилиси
ენტონი ბლინკენი - რუსეთი სერიოზულად განიხილავდა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას, თუმცა მოსკოვს ეს ჩინეთმა გადააფიქრებინა
дата:  232

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამტკიცებს, რომ რუსეთი სერიოზულად განიხილავდა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას, თუმცა მოსკოვს ეს ჩინეთმა გადააფიქრებინა, - იუწყება The Financial Times-ი.

„შეერთებული შტატები სერიოზულად იყო შეშფოთებული იმით, რომ პუტინი ბირთვულ ვარიანტს განიხილავდა. მაშინაც კი, როდესაც ალბათობა 5-დან 15%-მდე იზრდება, და როდესაც საქმე ბირთვულ იარაღს ეხება უფრო სერიოზული არაფერია. ჩვენ გვაქვს ვარაუდის საფუძველი, რომ ჩინეთმა რუსეთს უთხრა ეს არ გაეკეთებინა. ასეთი საუბარი, სავარაუდოდ მაშინ შედგა, როდესაც აშშ-მ ჩინეთს აცნობა, რომ პუტინი ბირთვული იარაღის კოსმოსში გაშვებას გეგმავდა“, - განაცხადა ბლინკენმა FT-თან.

бизнес
"ქართუ ჯგუფი" ორთაჭალაში ცათამბჯენებს ააშენებს

"ასოციაცია ატუ" და "ქართუ ჯგუფი" თბილისში, ორთაჭალჰესის მიმდებარედ მულტიფუნქციურ კომპლექსს "ორთაჭალა თაუერსს" ააშენებენ. პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

პროექტი ორი ურთიერთდაკავშირებული ნაგებობისგან შედგება, რომელთაგან პირველი 27 სართულიანი, მეორე კი 43-სართულიანი იქნება. ნაგებობის მაქსიმალურ სიმაღლედ საპროექტო დოკუმენტაციაში 177.4 მეტრი არის მითითებული.

ახალი ნაგებობა 25,831 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე უნდა განთავსდეს და მისი მთლიანი საპროექტო ფართობი 89,948 კვადრატული მეტრი იქნება, საიდანაც 67,461 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი უნდა იყოს, კომერციული ფართის ზომა კი 22,487 კვადრატული მეტრის იქნება.

 

პროექტის რენდერები

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати