USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ენტონი ბლინკენი - მოვუწოდებ საქართველოს, პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთს ომის დანაშაულებზე
თარიღი:  798

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს 22 აპრილს წერილით მიმართა, სადაც თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და დაჟინებით მოუწოდა, პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთის ხელისუფლებას ომის დანაშაულებზე. 

წერილში, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაასაჯაროვა, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ 30-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში საქართველო და აშშ გვერდიგვერდ იბრძოდნენ გლობალური უსაფრთხოების მხარდასაჭერად. 

"შეერთებული შტატები გმობს საქართველოს განგრძობად ოკუპაციას რუსეთის მიერ და აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო პასუხს სცემს რუსეთის სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთის ხელისუფლებას ომის დანაშაულებზე". – წერია წერილში. 

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის