USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
ენტონი ბლინკენი - მალე აშშ გამოაცხადებს, თუ როგორ გაანაწილებს ვაქცინების 80 მილიონ დოზას მსოფლიოს მასშტაბით
თარიღი:  817

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში აშშ გამოაცხადებს, თუ როგორ გაანაწილებს ვაქცინების 80 მილიონ დოზას მსოფლიოს მასშტაბით. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ყურადღებას გაამახვილებს ვაქცინების სამართლიან განაწილებაზე და ამ პროცესს პოლიტიკურ მიმართულებას არ მისცემს.

„მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ გამოვაცხადებთ პროცესს, რომლითაც ვაქცინებს გავანაწილებთ“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

17 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ სხვა ქვეყნებს ვაქცინის 80 მილიონ დოზას გაუზიარებს.

„საზღვარგარეთ ვირუსის ახალი ვარიანტების რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რამაც საფრთხის წინაშე შეიძლება დაგვაყენოს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მსოფლიოს ამ დაავადებასთან ბრძოლაში, რათა უსაფრთხოდ ვიყოთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის