USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
ენტონი ბლინკენი - ძალიან შეშფოთებულები ვართ „უცხოეთის აგენტების კანონით", სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი - ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება
дата:  744

სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კანონპროექტთან დაკავშირებით.

ბლინკენის თქმით, აშშ ძალიან ბევრს მუშაობს იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია ამაზე საპასუხოდ და "ჩვენ ნამდვილად ვიმოქმედებთ".

მისივე თქმით, ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება.

კერძოდ, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს უსმენენ.

ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, კონგრესმენმა ბილ კიტინგმა სახელმწიფო მდივანს სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ესუბრა იმაზე, თუ რას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები ე.წ. “უცხოეთის აგენტების” კანონთან დაკავშირებით საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე.

“ძალიან შეშფოთებულები ვართ „უცხოეთის აგენტების კანონით“, რომელიც [საქართველოში] მიიღეს. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი. ეს აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმეტესობის სურვილს, იარონ ევროკავშირისკენ და ევროინტეგრაციისკენ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამაზე საპასუხოდ და ჩვენ ნამდვილად ვიმოქმედებთ. ევროკავშირიც განიხილავს რა გავლენა ექნება ამ კანონს საქართველოს გაწევრიანების პროცესზე. ასე რომ, ვიტყოდი, რომ ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება“,- განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, რომლის ქართულ თარგმანსაც "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати