USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ენტონი ბლინკენი - აშშ-ს არ სურს ირანთან კონფლიქტი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში თავს დაიცავს
თარიღი:  508

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-ს არ სურს ირანთან კონფლიქტი, მაგრამ ვაშინგტონი სწრაფად და გადამწყვეტად იმოქმედებს, თუ ირანი ან მისი მარიონეტები აშშ-ის წარმომადგენლებს სადმე თავს დაესხმებიან.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„აშშ-ს არ სურს ირანთან კონფლიქტი. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ომი გაფართოვდეს, მაგრამ თუ ირანი ან მისი მარიონეტები სადმე თავს დაესხმებიან აშშ-ის წარმომადგენლებს, არ შეცდეთ, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხალხს, დავიცავთ ჩვენს უსაფრთხოებას სწრაფად და გადამწყვეტად. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, გაუგზავნონ მტკიცე, ერთიანი გზავნილი ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც განიხილავს ამ კონფლიქტში კიდევ ერთი ფრონტის გახსნას ისრაელის წინააღმდეგ ან ვინც შესაძლოა, დაუმიზნოს ისრაელის პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ს, ნუ გააკეთებთ, ცეცხლზე ნავთი არ დაასხათ“, – განაცხადა ბლინკენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის