USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნები ფეისბუკზე მიმდინარეობს
თარიღი:  1340

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარტიის თავმჯდომარეს ელექტრონული მეთოდით აირჩევს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს. არჩევნებში მონაწილეობის წესი უკვე გამოქვეყნებულია. არჩევნები ფეისბუკის ჯგუფში “აირჩიე თავმჯდომარე მიმდინარეობს.

კენჭისყრა დღეს, 14:00 სთ-ზე დაიწყო და 25 დეკემბრის 21:00 სთ-მდე გაგრძელდება.

პარტიის ცნობით, ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს.  როგორც პარტიაში აცხადებენ, ყალბი გვერდები და ე.წ. ბოტები კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად დასტურს (ავტორიზაციას) ვერ მიიღებენ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დემოკრატიული მმართველობის უპრეცედენტო მექანიზმის დანერგვას იწყებს. გამჭვირვალეობის, ანგარიშვალდებულების, მოქალაქეების მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობის გაძლიერების მიზნით, პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დანერგოს პარტიის თავმჯდომარის შერჩევის თანამედროვე, ელექტრონული მეთოდი, რათა ათი ათასობით ჩვენმა მოქალაქემ, თავისი მონაწილეობით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ პროცესში”, — ნათქვამია პარტიის განცხადებაში,

პარტიის თავმჯდომარედ ორი კანდიდატია წარდგენილი – ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე.

პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 15 დეკემბერს გრიგოლ ვაშაძემ Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა რომ ენმ-ს ტოვებს. პარტიის დატოვების მიზეზებს შორის იგი ასახელებს პარტიაში “ოდიოზური ფიგურების” გამოჩენას, ასევე, ელჩების წინააღმდეგ “გაჩაღებულ თავდასხმასა” და სხვა უთანხმოებებს.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის